22 ივლისს ეკლესია მღვდელმოწამე ბაგრატ ტავრომენიელი ეპისკოპოსის ხსენებას აღნიშნავს
ბაგრატ ტავრომენიელი ეპისკოპოსი
22 ივლისს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენებს მღვდელმოწამე ბაგრატ ტავრომენიელ ეპისკოპოსს, რომელიც ქრისტეს მიწიერი ცხოვრების პერიოდში დაიბადა და მოგვიანებით უფლის ერთგული მსახური და სახარების ქადაგი გახდა.
წმიდა ბაგრატის მშობლები ანტიოქიელები იყვნენ. მათ იერუსალიმში მოისმინეს უფალ იესო ქრისტეს ქადაგება, იხილეს მისი სასწაულები და ქრისტე ძე ღვთისად ირწმუნეს. უფლის ამაღლების შემდეგ მთელი ოჯახი მოინათლა და ქრისტიანულ ცხოვრებას შეუდგა.
მშობლების გარდაცვალების შემდეგ ბაგრატმა უარი თქვა ამქვეყნიურ კეთილდღეობაზე, განმარტოვდა პონტოს მთებში და ლოცვითა და ასკეტური ცხოვრებით ემსახურებოდა ღმერთს. სწორედ იქ შეხვდა მას წმიდა მოციქული პეტრე, რომელმაც თან წაიყვანა ანტიოქიასა და კილიკიაში, სადაც წმიდა პავლე მოციქულთან ერთად ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელების საქმეში მონაწილეობდა.
წმიდა მოციქულებმა ბაგრატი სიცილიის ქალაქ ტავრომენიის ეპისკოპოსად დაადგინეს. მღვდელმთავარი დაუცხრომლად ქადაგებდა სახარებას, ააგო ტაძარი, აღასრულებდა ღვთისმსახურებას და მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. მისი ღვაწლით ტავრომენიისა და მიმდებარე მხარეების მოსახლეობის დიდმა ნაწილმა წმიდა ნათლობა მიიღო.
მრავალი წლის ერთგული მწყემსმთავრობის შემდეგ წარმართები წმიდა ბაგრატის წინააღმდეგ აღდგნენ. მათ მოულოდნელად დაესხნენ თავს და ქვებით ჩაქოლეს. ასე აღესრულა მღვდელმოწამე ბაგრატი, რომელმაც სიცოცხლე ქრისტესთვის გასწირა.
წმიდანის უხრწნელი წმიდა ნაწილები რომში, მის სახელზე აგებულ ტაძარში განისვენებს. მღვდელმოწამე ბაგრატ ტავრომენიელის ხსენებას ეკლესია ასევე 9 თებერვალს, მღვდელმოწამეებთან — მარკელესთან და ფილაგრესთან ერთადაც აღნიშნავს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 17 ივლისს ეკლესია წმინდა ანდრიას, კრიტელი მთავარეპისკოპოსს მოიხსენებს.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.
ეკლესია იოანე ნათლისმცემლის მშობლებს მოიხსენებს
მართალი ელისაბედი თავის მეუღლის მიცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ გავიდა ამსოფლიდან, უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი წმიდა იოანე კი უდაბნოში ცხოვრობდა მანამ, სანამ ებრაელი ხალხის წინაშე მისი გამოჩენის ჟამმა არ მოაწია.