მამა თეოდორე გიგნაძე, - აუცილებელია ვიკითხოთ მოციქულთა წერილები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე. ფოტო: მჟკ
სვეტიცხოვლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით მორწმუნე მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღნიშნავს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი მთელი დღის მანძილზე გაწვდიდათ კადრებს სვეტიცხოვლის ტაძრიდან.
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს: ,,გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღევანდელ დღეს 12 მოციქულთა ხსენებაა, რომელთა სახელობისაც არის სვეტიცხოველი. ჩვენმა წინაპრებმა, სვეტიცხოველი მოციქულთა სახელზე ააგეს და ამით ერთგვარი ვალდებულება გაიჩინეს რომ ყოფილიყვნენ მისიონერები ყველგან და ყოველთვის, სადაც ხელი მიუწვდებათ, სადც შესაძლებლობა იქნება. ამიტომ ეს არის ერთგვარი დავალება ჩვენთვის , ქართველი ერისათვის. პირველ რიგში რათქმაუნდა ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ ქრისტიანებმა. ერთ-ერთი ეს რაშიც უნდა ვლინდებოდეს, არის ის რომ თავად ვიკითხოთ მოციქულთა წერილები: პავლე მოციქულის წერილები, პეტრე მოციქულის წერილები. ამის გარეშე სახარების გაგება არის ძალიან რთული.''
დეკანოზი გიორგი შაშვიაშვილი: ,, დღეს გამორჩეულად ძვირფასი და მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა შვილისთვის, რომელიც დღეს აღნიშნავს 12 მოციქულის ხსენების დღეს, რომლებიც თავისი მოღვაწეობით ემსახურებოდნენ ღვთის დიდებას. ეკლესია ცალ-ცალკეც იხსენებს მათ მადლს, მაგრამ დღევანდელი დღე აერთიანებს მათ კრებულს. 12 მოციქულმა ქრისტეს სახელით მოგვიტანა სიყვარული, ერთობა და ღვთის შემეცნების შესაძლებლობა.''
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სასულიერო პირები დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.
ეკლესია იოანე ნათლისმცემლის მშობლებს მოიხსენებს
მართალი ელისაბედი თავის მეუღლის მიცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ გავიდა ამსოფლიდან, უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი წმიდა იოანე კი უდაბნოში ცხოვრობდა მანამ, სანამ ებრაელი ხალხის წინაშე მისი გამოჩენის ჟამმა არ მოაწია.
მიტროპოლიტი ანდრია - ,,შენს სინდისშია რასაც ვერ გადალახავ და ვერ უღალატებ''
მიტროპოლიტმა ანდრიამ მრევლს ქადაგების შემდეგ მიმართა და საკუთარი ქვეყნის ერთგულებას გაუსვა ხაზი.