10 ივლისს მიტროპოლიტი იობი ქარელში ღირსი გიორგი მთაწმინდელის ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს

ქარელის ღირსი გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარი. ფოტო: რუის-ურბნისის ეპარქია

ქარელის ღირსი გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარი. ფოტო: რუის-ურბნისის ეპარქია

10 ივლისს, ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) ქარელში, ღირსი გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარში, საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

ღვთისმსახურება დილის 09:00 საათზე დაიწყება. ტაძარი მდებარეობს ღირსი გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის ეზოში.

რუისისა და ურბნისის ეპარქია მორწმუნეებს ლოცვით თანამონაწილეობისკენ მოუწოდებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ძაძვის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა.

თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა

ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.

ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა

საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.