თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ აბიტურიენტთა მიღება გამოაცხადა
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია.ფოტო: ღია წყარო
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია 2026-2027 სასწავლო წლისთვის აბიტურიენტთა მიღებას აცხადებს. უმაღლეს სასწავლებელში სწავლება ყველა მიმართულებაზე სრულად უფასოა, ხოლო დაწესებულებას გავლილი აქვს ავტორიზაცია. გაცემული დიპლომი აღიარებულია როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
საბაკალავრო საფეხურზე წარმოდგენილია ექვსი სასწავლო პროგრამა:
* თეოლოგია;
* ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობა;
* ქრისტიანული ფსიქოლოგია;
* საეკლესიო არქიტექტურა (ხუროთმოძღვრება);
* ხატწერა;
* დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაცია.
აბიტურიენტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნდა გაიარონ რეგისტრაცია. აკადემიაში ჩასაბარებლად საკმარისია მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარება და სასწავლებლის მიერ დადგენილი კომპეტენციის ზღვრის გადალახვა.
ჩარიცხვა ხორციელდება შიდა გამოცდების შედეგების საფუძველზე. აბიტურიენტები გამოცდებს ჩააბარებენ:
* ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლებში (ზეპირი);
* საქართველოს ისტორიაში (ზეპირი);
* უცხო ენაში (ტესტირება).
ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციისა და საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) პროგრამებზე მსურველები დამატებით ჩააბარებენ გამოცდას ხატვაში.
თეოლოგიის პროგრამაზე მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან მხოლოდ მამაკაცები, ხოლო დანარჩენ სპეციალობებზე სწავლა ხელმისაწვდომია როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის.
ბაკალავრიატის საფეხურზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის (ატესტატის) მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს სასწავლებლის მოთხოვნებს.
სწავლის ხანგრძლივობა ოთხი წელია.
საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე საბუთების მიღება დაიწყება 2026 წლის 17 აგვისტოს და დასრულდება 2 სექტემბერს. დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურად ელექტრონულ მისამართზე: nugzar.samkharadze@academia.edu.ge
შიდა გამოცდები გაიმართება 3-10 სექტემბრის პერიოდში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, რომ თბილისის სასულიერო აკადემია Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის კონკურსს აცხადებს.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.