მედიის ცნობით, პატრიარქი თეოფილე lll უკრაინაში ომის შესახებ მოლაპარაკებებში შუამავლის როლს შეასრულებს

პატრიარქი თეოფილე III და დონალდ ტრამპი თეთრ სახლში. ფოტო: X

პატრიარქი თეოფილე III და დონალდ ტრამპი თეთრ სახლში. ფოტო: X

დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ის კანდიდატურას უკრაინაში მშვიდობის დამყარების დიპლომატიურ ძალისხმევაში შუამავლის თანამდებობაზე, იტყობინება Ynet News.

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა თეთრ სახლში დაახლოებით 40 წუთიანი შეხვედრის შემდეგ. ამერიკელი ლიდერი იერუსალიმის ეკლესიის მეთაურს მიიჩნევს ფიგურად, რომელსაც შეუძლია მეომარ მხარეებს შორის ეფექტური კომუნიკაციის არხის დამყარება.

პატრიარქი თეოფილე შეირჩა მართლმადიდებლურ სამყაროში მისი მაღალი რეპუტაციისა და კონფლიქტის ორივე მხარის მიერ მის მიმართ გამოვლენილი ნდობის გამო. დიპლომატიური წრეები მას აღწერენ, როგორც „არაპოლიტიკურ ფიგურას“, რომელსაც აქვს „რელიგიური და მორალური სანდოობა“.

სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, პატრიარქი თეოფილე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 2026 წლის ივნისის ბოლოს შეხვდება. ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ უკრაინის ფრონტზე პროგრესი თეთრ სახლს მსოფლიოს სხვა რეგიონებში თავისი სტრატეგიული პრიორიტეტების შეცვლის საშუალებას მისცემს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, პატრიარქმა თეოფილოსმა დონალდ ტრამპს იერუსალიმის ეკლესიის უმაღლესი ორდენი გადასცა. თეთრ სახლში გამართული საუბრისას ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება მთელ მსოფლიოში ქრისტიანული თემებისა და წმინდა ადგილების დაცვის მიმართ. მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანული თემების მდგომარეობა. პატრიარქმა თეოფილოსმა აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდა, დაეხმაროს რეგიონში მორწმუნეების დაცვაში.

ეკვადორში მსახურების დროს ჩამოვარდნილმა ჯვარმა კათოლიკე მღვდელი იმსხვერპლა

გუაიაკილის არქიეპარქიამ პატრისიო ალფრედო სანჩეს მოლინარის გარდაცვალება დაადასტურა — ღვთისმსახურება სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

პატრიარქმა შიო III-მ სამების საპატრიარქო ტაძარში საკვირაო წირვა აღასრულა

ღვთისმსახურების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა მოყვასისა და მტრის სიყვარულზე იქადაგა და სასულიერო პირებს საიუბილეო სამღვდელო ჯვრები გადასცა.

პატრიარქმა შიო III-მ ბელგრადის სასულიერო სემინარიის პროფესორები და სტუდენტები დალოცა

წმინდა საბა სერბელის სახელობის სემინარიის წარმომადგენლები საქართველოს სერბეთის პატრიარქ პორფირეს ლოცვა-კურთხევით ეწვივნენ.

ეკლესია წმიდა და ყოვლადქებული მოციქულ თომას მოიხსენიებს

საეკლესიო მწერლების მოწმობით თომა მოციქულის წმიდა ნაწილები შემდგომში (385 წელს) ქალაქ ედესოში გადაასვენეს. მაგრამ, როგორც ცნობილია, ინდოეთშიც დარჩა მისი ზოგიერთი ნაწილი.

მალე ეკრანებზე გამოვა წმინდა იოსებ ისიქასტის შესახებ გადაღებული სერიალი

„წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ინსტიტუტის“ (Saint Maximus Institute) ნამუშევარი ტელეკომპანია „მეგაზე“ (Mega) გავა; წმინდანის ახალგაზრდობის წლებს ტასოს ლეკკასი განასახიერებს, ხოლო მოხუცებულობის პერიოდს — არის სერვეტალისი.

მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ირაკლი ჩხიკვაძეს დიაკვნად დაასხა ხელი

ახალხელდასხმული დიაკონი ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.