პატრიარქი თეოფილე: იერუსალიმის ეკლესია განსაცდელების პერიოდს გადის
იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე lll. ფოტო: www.eeod.gr
2026 წლის 7 ივნისს, ათენის წმინდა საფლავის ეკლესიაში ჩატარებული საღვთო ლიტურგიის შემდეგ, იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III-მ განაცხადა, რომ დღეს იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესია სერიოზული განსაცდელების წინაშე დგას, რაც გამოწვეულია წმინდა მიწაზე არსებული არასტაბილურობით.
„დღეს იერუსალიმის ეკლესია, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, იმყოფება არეულობის, ტანჯვისა და დაბნეულობის გამოცდაში“, - ხაზგასმით აღნიშნა იერუსალიმის ეკლესიის წინამძღვარმა.
ამავდროულად, პატრიარქმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე რჩება „ყველა ადამიანის, განსაკუთრებით კი ჩვენი ქრისტიანი და მართლმადიდებელი ძმების თავშესაფარად და იმედად“.
პატრიარქ თეოფილე III-ის თქმით, რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, იერუსალიმის საპატრიარქო კვლავაც იღებს პასუხისმგებლობას და იბრძვის ქრისტიანობის წმინდა სალოცავების შენარჩუნებისა და ცოცხალი სულიერი ცხოვრებისთვის.
პატრიარქი აგრძელებს კონტაქტების სერიას რამდენიმე ქვეყანაში, სადაც განხილვის მთავარი და აქტუალური თემაა ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არსებული ვითარება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სერბეთში ღვთისმშობლის წმინდა სარტყელს ,,ნიკოლა ტესლას'' აეროპორტისკენ მიაბრძანებენ.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.