უწმიდესი და უნეტარესი მიბრძანდება ჯავახეთში, სოფელ ფოკაში

წმინდა ნინო
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მეუფე შიო III მიბრძანდება ჯავახეთში, სოფელ ფოკაში — წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღესთან (ნინოობას) დაკავშირებით.
პატრიარქი აღავლენს პარაკლისს 12:30 საათზე.
ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის ნაპირას.
მონასტრის დაარსება საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელ წმიდა ნინო კაბადოკიელის სახელს უკავშირდება. წმიდა ნინო საქართველოში ჯავახეთიდან შემოვიდა და ფარავნის ტბასთან შეჩერდა. სადაც ორი დღე დაჰყო. აქ მას ჰქონდა სასწაულებრივი ხილვა: წარმოუდგა ნათელი სახის კაცი, რომელმაც მაცხოვრისაგან ბეჭედდასმული ნაწერი გადასცა და უბრძანა მცხეთაში წასულიყო და ეს ნაწერი მეფისათვის მიეცა. გამოღვიძებულმა წმინდანმა ლოცვა აღავლინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი და ქართლისკენ გაემართა. წმიდა ქალწულმა მირიან მეფე და ნანა დედოფალიც გააქრისტიანა და სულ მალე კახეთიც მოაქცია. ამიტომაც ჩვენი ეკლესია მას მოციქულთასწორს უწოდებს.
წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის ადგილას 1989 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა მამა მონასტერი, ხოლო 1992 წელს ახლოსვე გაიხსნა დედათა მონასტერიც. ის წმინდა ნინოს ეკლესიასთან მდებარეობს. ტაძარი XI საუკუნის 30-40-იან წლებში აუშენებია ქართლის კათალიკოსს იოანე ოქროპირს, ხუროთმოძღვარი კი მიქელ „ქართლისა ბანაქასალარი“ - სავარაუდოდ ქართლის ხუროთმოძღვართუხუცესი უნდა ყოფილიყო. უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს ჟამთა სვლის გამო ძლიერ დაზიანებული ტაძრის აღდგენა.
ფოკის დედათა მონასტერთან არსებობს სამრევლო სკოლა. მონაზვნები ადგილობრივ ბავშვებს ასწავლიან ქართულს, ინგლისურს, მუსიკას და ცდილობენ მართლმადიდებლური სარწმუნოების გაღვივებას ამ მხარეში. მონასტერთან ასევე ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი, სადაც მონაზვნები სოფლის მცხოვრებთ უსასყიდლოდ მკურნალობენ.
მონასტერში გახსნილია ტიხრული მინანქრის სახელოსნო „ფოკანი“, სადაც ხატები და ღვთისმსახურებისათვის საჭირო ნივთები და ჭურჭელი მზადდება.
დედებს აქვთ ასევე მცირე მეურნეობა, მისდევენ მესაქონლეობას.
ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა და მამათა მონასტრების დღესასწაული არის 1/19 ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მოდიოდა ნინო მთებით.
წაიკითხეთ ასევე
პატრიარქმა ბართლომეოსმა ბულგარეთში ლიტურგიაზე დუმენკო მოიხსენია
ეკლესიაში შეკრებილმა მორწმუნეებმა პატრიარქ ბართლომეოსის მიერ განხეთქილების მოხსენიებას „ანათემა!“ შეძახილებით უპასუხეს.
ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის ღვაწლმოსილი პედაგოგები ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ
ეპისკოპოსმა მელქისედეკმა მანანა კიკნაძესა და ლია რამინიშვილს თაობების აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოქროს მედლები და მადლობის სიგელები გადასცა.
ღირსი გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღე აღინიშნა ბაგრატის ტაძარში
ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ აღავლინა.
უბისის მონასტერში გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს საზეიმო წირვა აღევლინა
საღმრთო ლიტურგია მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ეპარქიისა და სტუმარი სამღვდელოების თანამსახურებით აღასრულა.
ეკვადორში მსახურების დროს ჩამოვარდნილმა ჯვარმა კათოლიკე მღვდელი იმსხვერპლა
გუაიაკილის არქიეპარქიამ პატრისიო ალფრედო სანჩეს მოლინარის გარდაცვალება დაადასტურა — ღვთისმსახურება სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
პატრიარქმა შიო III-მ სამების საპატრიარქო ტაძარში საკვირაო წირვა აღასრულა
ღვთისმსახურების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა მოყვასისა და მტრის სიყვარულზე იქადაგა და სასულიერო პირებს საიუბილეო სამღვდელო ჯვრები გადასცა.