ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა მოსახსენებელი პანაშვიდი აღესრულა

საქართველოს დაუკიდებლობისათვის დაღუპულთა მოსახსენებელი პანაშვიდი.

საქართველოს დაუკიდებლობისათვის დაღუპულთა მოსახსენებელი პანაშვიდი.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ იოანეს ლოცვა-კურთხევით, ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდა.

პანაშვიდზე სასულიერო პირებმა და მრევლმა პატივი მიაგეს სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის შეწირულ გმირთა ხსოვნას და მათი სულების მოსახსენიებლად ილოცეს.

26 მაისი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიული თარიღია, რომელიც ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების ხსოვნის პატივისცემასთან ერთად ეროვნული ერთიანობისა და მომავლის პასუხისმგებლობის სიმბოლოდაც აღინიშნება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დღეს ღირსი ექვთიმე ათონელის, მთარგმნელის ხსენების დღეა.

მალე ეკრანებზე გამოვა წმინდა იოსებ ისიქასტის შესახებ გადაღებული სერიალი

„წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ინსტიტუტის“ (Saint Maximus Institute) ნამუშევარი ტელეკომპანია „მეგაზე“ (Mega) გავა; წმინდანის ახალგაზრდობის წლებს ტასოს ლეკკასი განასახიერებს, ხოლო მოხუცებულობის პერიოდს — არის სერვეტალისი.

მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ირაკლი ჩხიკვაძეს დიაკვნად დაასხა ხელი

ახალხელდასხმული დიაკონი ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.

ბულგარეთის პატრიარქმა ეკლესიაში არსებული უთანხმოებების დიალოგის გზით დაძლევისკენ მოუწოდა

ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარმა არსებული უთანხმოების ფონზე პატრიარქ ბართლომეოსთან ერთად ერთობლივი აღნიშვნის მნიშვნელობა ახსნა.

შიო III ვეტერანებს: „მამულის სიყვარული,თავდადება და სიმამაცე საქმით დაამოწმეთ''

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ვეტერანებს პროფესიული დღე მიულოცა, სამშობლოს წინაშე მათი ღვაწლი აღნიშნა და გარდაცვლილი თანამებრძოლების სულების განსვენებისთვის ილოცა.

ბულგარეთისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქებმა წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში ილოცეს

მიტროპოლიტმა ბარნაბამ ლიტურგია სოფიაში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში აღავლინა. წირვა წმინდა იოანე რილელის წლისთავს მიეძღვნა.

პატრიარქი ბართლომეოსი ბულგარეთში ჩავიდა

მისმა დიდი ხნის ნანატრი ვიზიტი და საპროტესტო აქციები, რომელმაც ბართლომეოსის თავდაპირველი პროგრამა შეცვალა.