23 მაისს, წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, საქართველო „აფხაზეთობას“ აღნიშნავს

სამების საკათედრო ტაძარი. ფოტო: მჟკ

სამების საკათედრო ტაძარი. ფოტო: მჟკ

23 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს „აფხაზეთობას“.

ამ დღესთან დაკავშირებით, 12:30 საათზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო ΙΙΙ-მ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისი აღავლინა.

გადმოცემის თანახმად, სვიმონ კანანელმა ქრისტიანობა დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთში) იქადაგა. წმინდანის მოღვაწეობა ამ რეგიონში მრავალ სასწაულს უკავშირდება. მისი ლოცვით მრავალი ადამიანი გაქრისტიანდა.  სვიმონ კანანელი ჯვარზე გააკრეს და იქვე, ახალ ათონში (აფხაზეთი), დაკრძალეს. მისი საფლავი დღემდე ქრისტიანული მომლოცველობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილს წარმოადგენს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

 

ვატიკანში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი და გამოფენა გაიმართა

კონცერტი გამართა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელამ.

პატრიარქმა ბართლომეოსმა ბულგარეთში ლიტურგიაზე დუმენკო მოიხსენია

ეკლესიაში შეკრებილმა მორწმუნეებმა პატრიარქ ბართლომეოსის მიერ განხეთქილების მოხსენიებას „ანათემა!“ შეძახილებით უპასუხეს.

ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის ღვაწლმოსილი პედაგოგები ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ

ეპისკოპოსმა მელქისედეკმა მანანა კიკნაძესა და ლია რამინიშვილს თაობების აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოქროს მედლები და მადლობის სიგელები გადასცა.

ღირსი გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღე აღინიშნა ბაგრატის ტაძარში

ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ აღავლინა.

უბისის მონასტერში გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს საზეიმო წირვა აღევლინა

საღმრთო ლიტურგია მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ეპარქიისა და სტუმარი სამღვდელოების თანამსახურებით აღასრულა.

ეკვადორში მსახურების დროს ჩამოვარდნილმა ჯვარმა კათოლიკე მღვდელი იმსხვერპლა

გუაიაკილის არქიეპარქიამ პატრისიო ალფრედო სანჩეს მოლინარის გარდაცვალება დაადასტურა — ღვთისმსახურება სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.