თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ილია II-ისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია
20 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ისადმი მიძღვნილი პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და წლის განმავლობაში განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგებს შეაჯამებს.
პლენარული სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან ყურადღება გაამახვილა აკადემიურ ცხოვრებაში სამეცნიერო კონფერენციების მნიშვნელობაზე, ასევე ილია II-ის საგანმანათლებლო მოღვაწეობასა და მის მიერ დამკვიდრებული ტრადიციების გაგრძელების აუცილებლობაზე.
პლენარულ სხდომას თავმჯდომარეობდა ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა კალანდარიშვილი.
კონფერენციის პირველ დღეს მოხსენებები წარადგინეს დეკანოზმა, პროფესორმა ბიძინა გუნიამ, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ და პროფესორმა ლელა ხაჩიძემ.
დეკანოზ ბიძინა გუნიას მოხსენება — *„აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო...“* — მიეძღვნა მირქმის საგალობლის ღვთისმსახურებითა და სულიერი მნიშვნელობის განხილვას. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ღვთისმსახურებაში ადამიანის ცნობიერი მონაწილეობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სულიერი ცხოვრების მნიშვნელოვანი საფუძველი სწორედ ეკლესიურ ცხოვრებაში ჩართულობაა. მოხსენებაში ასევე განხილული იყო წმინდა იოანე დამასკელის სწავლება ადამიანის ხუთი გრძნობისა და მათი სულიერი დაცვის შესახებ.
პროფესორ სერგო ვარდოსანიძის ნაშრომი — *„რა გვაერთიანებდა, რა გაგვაერთიანებს“ (ისტორიული პარალელები)* — შეეხებოდა ქართველი ერის ისტორიული კონსოლიდაციის საკითხს. მოხსენებაში გაანალიზდა სარწმუნოების, ენის, სახელმწიფოებრივი ცნობიერებისა და ევროპული არჩევანის როლი ეროვნული თვითშეგნების ფორმირებაში. დასკვნის სახით ავტორმა აღნიშნა, რომ თანამედროვე საქართველოს კონსოლიდაციის საფუძვლად უნდა იქცეს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ქართული ცივილიზაციური იდენტობა, ევროპული არჩევანი და დემოგრაფიული პასუხისმგებლობა.
პროფესორ ლელა ხაჩიძის მოხსენება მიეძღვნა წმინდა გიორგი მთაწმიდელის თხზულების — *„წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრება“* — და *„ივირონის აქტების“* ურთიერთმიმართების საკითხს. მომხსენებელმა წარმოადგინა ისტორიული და კულტუროლოგიური ანალიზი და აღნიშნა, რომ ბიზანტიური დოკუმენტების შედარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ნაწარმოებში აღწერილი ისტორიული რეალობის სიზუსტეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თორნიკე ერისთავის როლს ივირონის მონასტრის დაარსებასა და მის შემდგომ განვითარებაში.
პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა მოსაზრებები და შეკითხვები წარმოადგინეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა — დაზიანებულია შლაგბაუმი და ჭიშკარი.
წაიკითხეთ ასევე
ვატიკანში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი და გამოფენა გაიმართა
კონცერტი გამართა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელამ.
პატრიარქმა ბართლომეოსმა ბულგარეთში ლიტურგიაზე დუმენკო მოიხსენია
ეკლესიაში შეკრებილმა მორწმუნეებმა პატრიარქ ბართლომეოსის მიერ განხეთქილების მოხსენიებას „ანათემა!“ შეძახილებით უპასუხეს.
ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის ღვაწლმოსილი პედაგოგები ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ
ეპისკოპოსმა მელქისედეკმა მანანა კიკნაძესა და ლია რამინიშვილს თაობების აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოქროს მედლები და მადლობის სიგელები გადასცა.
ღირსი გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღე აღინიშნა ბაგრატის ტაძარში
ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ აღავლინა.
უბისის მონასტერში გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს საზეიმო წირვა აღევლინა
საღმრთო ლიტურგია მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ეპარქიისა და სტუმარი სამღვდელოების თანამსახურებით აღასრულა.
ეკვადორში მსახურების დროს ჩამოვარდნილმა ჯვარმა კათოლიკე მღვდელი იმსხვერპლა
გუაიაკილის არქიეპარქიამ პატრისიო ალფრედო სანჩეს მოლინარის გარდაცვალება დაადასტურა — ღვთისმსახურება სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.