რომის პაპმა ევროპის სამხედრო ხარჯების ზრდას დიპლომატიის ღალატი უწოდა

რომის საპიენცას უნივერსიტეტში რომის პაპის გამოსვლა. ფოტო: Talk Shows Central by DRM

რომის საპიენცას უნივერსიტეტში რომის პაპის გამოსვლა. ფოტო: Talk Shows Central by DRM

2026 წლის 14 მაისს, პაპმა ლეო XIV-მ გააკრიტიკა ევროპაში სამხედრო ხარჯების სწრაფი ზრდა და მას დიპლომატიის ღალატი და ნდობის დარღვევა უწოდა, იტყობინება The Straits Times.

რომის საპიენცას უნივერსიტეტის სტუდენტებთან საუბრისას, პაპმა მოუწოდა შეიარაღების გაზრდას „თავდაცვა“ არ უწოდონ, რადგან ეს მხოლოდ ამწვავებს დაძაბულობას და არასტაბილურობას მსოფლიოში.

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, კონტინენტზე სამხედრო ხარჯები 2025 წელს 14%-ით გაიზარდა და 864 მილიარდ დოლარს მიაღწია. პაპმა აღნიშნა, რომ ეს თანხები სოციალური სერვისებიდან იმ ელიტების გასამდიდრებლად იხარჯება, რომლებიც „საერთო კეთილდღეობას არ ითვალისწინებენ“. მან განაცხადა, რომ დღევანდელი სამყარო სიტყვასიტყვით „ომებით არის დასუსტებული“.

პაპმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას უკრაინაში, ღაზაში, ლიბანსა და ირანში მიმდინარე კონფლიქტებში. მან ახალი ტექნოლოგიების სამხედრო გამოყენებას „არაადამიანური ევოლუცია“ უწოდა და გააფრთხილა, რომ ავტონომიური იარაღის სისტემების განვითარება უკონტროლო განადგურებას იწვევს.

პაპმა მოუწოდა 110 000 უნივერსიტეტის სტუდენტს, არ იზოლირებულიყვნენ ეროვნულ საზღვრებსა და იდეოლოგიებში, არამედ გამხდარიყვნენ „ჭეშმარიტი მშვიდობის ხელოსნები“.

პაპის განცხადებები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან მიმდინარე ზეწოლის ფონზე გაკეთდა, რომელიც ნატოს მოკავშირეებისგან თავდაცვის ხარჯების 5%-მდე გაზრდას მოითხოვს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ანტიოქიის პატრიარქმა მიულოცა საქართველოს პატრიარქ შიო III-ს.

პაპ ლეო XIV-ს ჩაუტარდა ფილტვის ოპერაცია

ვატიკანმა განაცხადა, რომ ოპერაცია წარმატებით და გართულებების გარეშე ჩატარდა. 71 წლის პაპი გონს მოვიდა და საავადმყოფოს პალატაში დაბრუნდა.

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება დაიწყო

ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III წმინდა სინოდის წევრებთან და სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად აღავლენს.

„ღირებულებითი განათლების“ კლუბში გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყო

გადამზადება ფსიქოლოგ რუსუდან კილაძის მონაწილეობით მიმდინარეობს და სკოლებში მოქმედი კლუბების საქმიანობის მხარდაჭერას ემსახურება.

„ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტები სვეტიცხოვლობის დღესასწაულს ვერ გააშუქებენ

გავრცელებული განცხადების თანახმად, გადაწყვეტილების მიზეზად ტაძრის ტერიტორიაზე მოქმედი შინაგანაწესის არაერთგზის დარღვევა დასახელდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრაზე უირადღბა გამახვილდა საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულ როლზე ქვეყანაში სულიერი ღირებულებების შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში.

უფლისციხეში ეთნოფესტივალი გაიმართება

17–18 ოქტომბერს დაგეგმილი ორდღიანი პროგრამა სამეცნიერო კონფერენციას, ისტორიული სამოსის გამოფენას, ტრადიციული რეწვისა და ეთნოკულინარიის ღონისძიებებსა და გალა-კონცერტს გააერთიანებს.