წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი

წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი (+373)
15 მაისს მართლმადიდებელი ეკლესი მოიხსენებს წმიდა ათანასე დიდს, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსს (+373). იგი დაახლოებით 297 წელს დაიბადა ალექსანდრიაში. მან დიაკვნის ხარისხში მიიღო მონაწილეობა ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაზე 325 წელს და წამოაყენა წინადადება, ევსების მიერ შემოთავაზებული ფორმულისათვის დაემატებინათ ერთადერთი, უმოკლესი განსაზღვრება - „ერთარსი მამისა“.
წმიდა ათანასე ალექსანდრიის ეკლესიას 325-373 წლებში განაგებდა. ამ ხნის განმავლობაში მრავალი ჭირისა და განსაცდელის დათმენა მოუხდა. იყო დრო, როცა ნეტარი ერთადერთ მართლმადიდებელ ეპისკოპოსად რჩებოდა და უკაცრიელი თავშესაფრიდან ეპისტოლეებითა და ტრაქტატებით ამხელდა არიანელებს.
მხცოვანმა მღვდელმთავარმა 373 წელს შეჰვედრა სული უფალს. მისი ხსენება წელიწადში ორჯერ აღესრულება -2 მაისს და 18 იანვარს, წმიდა კირილე ალექსანდრიელთან ერთად (მისი ცხოვრება სრული სახით 18 იანვრის საკითხავშია მოთავსებული).
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება.
წაიკითხეთ ასევე
სოფელ ბორითში მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს
ეროვნული გმირის გარდაცვალებიდან 37 წლისთავზე სასულიერო პირებმა, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მისი ღვაწლი გაიხსენეს და სულის მოსახსენებელ პანაშვიდში მიიღეს მონაწილეობა.
ბოდბის მონასტერში ღვთისმშობლის ხატის „ძუძუსმაწოვებელი“ ზუსტი ასლი დაბრძანდა
ათონის მთის ქილანდარის მონასტრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ზუსტი ასლი ბოდბეში 14 ოქტომბერს ჩამოაბრძანეს.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სვეტიცხოვლობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე
,,დიდი სიხარულია, რომ ამ კრებულს ვხედავთ დღეს სვეტიცხოველში, ყველა ეკლესიის წარმომადგენლები, მღვდელმთავრები და სასულიერო პირები ჩვენთან ერთად ზეიმობენ დღეს.''-დეკანოზი ანდრია.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნეტარ ანდრიას მოიხსენიებს
ადრეულ სიყმაწვილეშივე ტყვედ ჩავარდნილი ჭაბუკი მდიდარმა კონსტანტინოპოლელმა, თეოგნისტემ შეისყიდა და ბერძნულ ენასა და მეცნიერებებში განსწავლა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე
,,დიდია დღეს ჩვენი სიხარულისა და მადლიერების მიზეზი! წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს.''
პატრიარქ ბართლომეოსის სიტყვა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე
,,ამ დღესასწაულის სათავეებთან დგას საქართველოს განმანათლებელი, მოციქულთასწორი წმინდა ნინო.''