საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე
დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას!
უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო და უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას. გვწამს, რომ თქვენ ღირსეულად განაგრძობთ იმ დიდ სულიერ მემკვიდრეობას, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული სიბრძნითა და სიყვარულით ქმნიდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია II.
დედაეკლესია ყოველთვის იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ერის სულიერი სიმტკიცის ურყევი ბურჯი. სწორედ მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ შემოგვინახა ის მარადიული ფასეულობები, რამაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა. მჯერა, რომ თქვენი მწყემსმთავრობა ჩვენი სამშობლოს მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ მომავალს მოემსახურება.
ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და მის ახალ სულიერ მამას!
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კრება მიმდინარეობს იმ რეგლამენტის მიხედვით, რომელიც იყო გაწერილი , - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
წაიკითხეთ ასევე
ბოლნისის მუზეუმში შეხვედრა გაიმართა
ღონისძიების ფარგლებში პროფესორებმა გიორგი ჭეიშვილმა და ვალერი ვაშაკიძემ საქართველოს გაქრისტიანებისა და ქართველთა ეთნოგენეზის საკითხებზე მოხსენებები წაიკითხეს.
სხალთის ეპარქიაში პატრიარქ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით საჯარო ნათლობა ჩატარდება
სვეტიცხოვლობის დღესასწაულის შემდეგ, ოქტომბერში, სხალთის ეპარქიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ეწვევა.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე აღმართული ჯვარი აკურთხეს
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ქარხნის თანამშრომლებთან ერთად ჯვრის კურთხევის მსახურება აღასრულა.
საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ გაიმართა
საჩხერეში გამართულ სრულიად საქართველოს VIII კონკურს-ფესტივალზე „ქართული საგალობლები“ ქუთაის-გაენათის ეპარქიის ტრადიციული გალობის სტუდია „სიხარულის“ აღსაზრდელებმა მონაწილეობა მიიღეს.
საბერძნეთში ახალმოწამე ზლატას წმინდა ნაწილები აღმოაჩინეს
სამეცნიერო გამოკვლევის შედეგები სრულიად დაემთხვა ახალი მოწამე ზლატას ცხოვრებას, რაც ადასტურებდა წმინდანის აღმოჩენილი ნეშტის ნამდვილობას.
საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ გაიხსნა
საჩხერეში სრულიად საქართველოს მერვე კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ დაიწყო, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.