სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრები იკრიბებიან

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა. ფოტო: მჟკ

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა. ფოტო: მჟკ

დიახ, დღეს, 2026 წლის 11 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული საეკლესიო კრება იკრიბება ახალი კათოლიკოს-პატრიარქის ასარჩევად.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი სამების საკათედრო ტაძრიდან მოგაწვდით ინფორმაციას მიმდინარე მოვლენების შესახებ. 

ადგილზე შეკრებილია მღვდელმთავრები, სასულიერო პირები. გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მისთვის ყველა კანდიდატი მისაღები და ღირსეულია.

,,შეიძლება მე და თქვენ ვისაუბროთ და ერთმანეთს გავუზიაროთ აზრები. ჩემთან არავის ჰქონის საუბარი მომავალ პატრიარქზე.''

 

თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა

ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.

ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა

საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.