მოციქული სვიმეონი, ნათესავი უფლისა

წმინდა მოციქული და მღვდელმოწამე სვიმეონი, ნათესავი უფლისა

მოციქული სვიმეონი, ნათესავი უფლისა
მოციქული და მღვდელმოწამე სვიმეონი, ძმა უფლისა (107) იყო კლეოპას, წმიდა იოსებ დამწინდველის უმცროსი ძმის ძე. მან იხილა უფლის სასწაულები, ირწმუნა მისი და გახდა 70 მოციქულთაგანი. წმიდა სვიმეონი ქადაგებდა ქრისტეს სწავლებას და ამხელდა კერპთაყვანისმცემლობას. წმიდა იაკობ მოციქულის მოკვდინების შემდეგ ქრისტიანებმა იგი იერუსალიმის ეპისკოპოსად აირჩიეს.

იმპერატორ ტრაიანეს მეფობის ჟამს) რომაელ მმართველს ატიკას უთხრეს, რომ წმიდა სვიმეონი დავით მეფის ტომიდან იყო (რომაელები ანადგურებდნენ დავით მეფის შთამომავლებს) და ქრისტეს სარწმუნოებას აღიარებდა. წარმართებმა შეიპყრეს 100 წელს მიტანებული წმიდა ეპისკოპოსი და ხანგრძლივი წამების შემდეგ ჯვარს აცვეს.

მართალი ევლოგი უცხოთშემწყნარებელი
 
მართალი ევლოგი უცხოთშემწყნარებელი IV საუკუნეში ცხოვრობდა თებაიდაში. მან უცხოთა შეწყნარებისა და მსახურების ღვაწლი იდო თავს, რითაც სათნო ეყო მოწყალეთა შემწყალებელ უფალს და ეკლესიის მიერ წმიდანად იქნა კანონიზებული.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ხვალ საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ეყოლება.

 

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.