საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესია 9 მაისს მღვდელმოწამე ბასილის ხსენების დღეს აღნიშნავს

მღვდელმოწამე ბასილი, ამასიის ეპისკოპოსი და მართალი გლაფირა ქალწული
ბასილი ამასიის ეპისკოპოსი IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა პონტოს ამასიაში. ის თანაუგრძნობდა და მხარში ედგა წარმართთაგან დევნილ ქრისტიანებს. ამ დროს რომის იმპერიის აღმოსავლეთს მართავდა ლიკინიუსი (312-324), წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის სიძე (306-307; ლიკინიუსმა ფარისევლურად მოაწერა ხელი მილანის ედიქტს (313), რომელიც რწმენის აღიარების თავისუფლებას ანიჭებდა ქრისტიანებს, მაგრამ სინამდვილეში სძულდა ქრისტიანები და განაგრძობდა მათ დევნას.
ლიკინიუსს ვნება აღეძრა თავისი მეუღლის, კონსტანციას მსახურის, მართალი გლაფირა ქალწულის მიმართ. წმიდა ქალწულმა ამის შესახებ დედოფალს აცნობა და მფარველობა სთხოვა. დედოფალმა მამაკაცის ტანსაცმელში შემოსა ქალწული, ფული მისცა და ერთგული მსახურის თანხლებით ქალაქიდან გააპარა. სომხითში მიმავალი გლაფირა ამასიაში შეჩერდა, სადაც ადგილობრივმა ეპისკოპოსმა ბასილიმ შეიფარა.
პისკოპოსი ქალაქში ტაძარს აშენებდა. მართალმა გლაფირამ დედოფლისგან მიღებული ფული ეკლესიის მშენებლობისთვის მისცა მღვდელმთავარს, კონსტანციას კი წერილი გაუგზავნა და კიდევ სთხოვა ფული მშენებლობის დასამთავრებლად. დედოფალმა მისი თხოვნა შეასრულა, მაგრამ წერილი იმპერატორს ჩაუვარდა ხელში. განრისხებულმა ლიკინიუსმა ამასიის მმართველს მოსთხოვა, მასთან გამოეგზავნა ეპისკოპოსი და მსახური. სანამ ბრძანება ამასიაში ჩავიდოდა, მართალი გლაფირა გარდაიცვალა (+322).
წმიდა ბასილი იმპერატორთან წაიყვანეს. სასამართლოზე ბასილიმ უარყო იმპერატორის წინადადება - გამხდარიყო უმაღლესი ქურუმი და სასიკვდილოდ გაემზადა. წმიდა ბასილიმ მშვიდად მიუშვირა თავი მახვილს.
სასჯელის აღსრულების შემდეგ ელპიდოფორი შეეცადა წმიდანის ნეშტი გამოესყიდა, მაგრამ ჯარისკაცებს იმპერატორის შეეშინდათ და ბასილის სხეული ზღვაში გადააგდეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ასურელ მამათა ღვაწლი.
წაიკითხეთ ასევე
სოფელ ბორითში მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს
ეროვნული გმირის გარდაცვალებიდან 37 წლისთავზე სასულიერო პირებმა, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მისი ღვაწლი გაიხსენეს და სულის მოსახსენებელ პანაშვიდში მიიღეს მონაწილეობა.
ბოდბის მონასტერში ღვთისმშობლის ხატის „ძუძუსმაწოვებელი“ ზუსტი ასლი დაბრძანდა
ათონის მთის ქილანდარის მონასტრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ზუსტი ასლი ბოდბეში 14 ოქტომბერს ჩამოაბრძანეს.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სვეტიცხოვლობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე
,,დიდი სიხარულია, რომ ამ კრებულს ვხედავთ დღეს სვეტიცხოველში, ყველა ეკლესიის წარმომადგენლები, მღვდელმთავრები და სასულიერო პირები ჩვენთან ერთად ზეიმობენ დღეს.''-დეკანოზი ანდრია.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნეტარ ანდრიას მოიხსენიებს
ადრეულ სიყმაწვილეშივე ტყვედ ჩავარდნილი ჭაბუკი მდიდარმა კონსტანტინოპოლელმა, თეოგნისტემ შეისყიდა და ბერძნულ ენასა და მეცნიერებებში განსწავლა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე
,,დიდია დღეს ჩვენი სიხარულისა და მადლიერების მიზეზი! წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს.''
პატრიარქ ბართლომეოსის სიტყვა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე
,,ამ დღესასწაულის სათავეებთან დგას საქართველოს განმანათლებელი, მოციქულთასწორი წმინდა ნინო.''