ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში გაფართოებული კრების დელეგატები დაამტკიცეს

საეპარქიო საბჭოს სხდომა. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ამა წლის 6 მაისს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში საეპარქიო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის XIV გაფართოებული კრებისთვის ეპარქიიდან წარსადგენი განახლებული დელეგატების დამტკიცების საკითხი. აღნიშნულ კრებაზე მოხდება რიგით 142-ე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა.

სხდომაზე ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ საბჭოს წევრებს გაფართოებული კრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და დაასახელა კრებაზე დამსწრე განახლებული დელეგატების შემადგენლობა.

ეპარქიიდან კრებაში მონაწილეობას მიიღებენ:

ორი სასულიერო და ერთი საერო პირი:

* დეკანოზი გიორგი მულაძე
* დეკანოზი ბასილი ბერიძე
* ივანე (მამუკა) გიორგაძე

ბათუმის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სასულიერო სემინარიიდან:

* დეკანოზი გიორგი შაინიძე — რექტორი
* დეკანოზი ილია ხინიკაძე — პრორექტორი

ეპარქიის მონასტრებიდან:

ჯვრის ამაღლების მამათა მონასტერი

* არქიმანდრიტი მაქსიმე ბეჭვაია

ხინოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის მამათა მონასტერი

* არქიმანდრიტი ევდემოზი დიასამიძე

აღდგომის სახელობის მამათა მონასტერი

* არქიმანდრიტი გრიგოლი წულაია

თეთროსნის წმინდა გიორგის მამათა მონასტერი

* იღუმენი სერგი გოგოლი

იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტერი

* მღვდელმონაზონი გაბრიელი სამადაშვილი

ფერიის ყოველთა ქართველთა წმინდანთა დედათა მონასტერი

* იღუმენია სიდონია დარჩია

სამების დედათა მონასტერი

* იღუმენია ანა მაისურაძე
* მონაზონი ბარბარე ოქროპირიძე

სარფის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტერი

* იღუმენია ეფემია დუმბაძე
* მონაზონი მარიამი პირველაშვილი

ვარჯანულის ქეთევან დედოფლის სახელობის დედათა მონასტერი

* იღუმენია თეკლა ბურჯანაძე

სარფის ლაზ მოწამეთა მამათა მონასტერი

* არქიმანდრიტი ეგნატე კეკელიძე

ცხემვანის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი

* მღვდელმონაზონი ზოსიმე გედენიძე

ბათუმის ფერიის დასახლებაში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს საპატრიარქომ უარყო რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენა პატრიარქის არჩევნებზე.

წაიკითხეთ ასევე

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.

ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.

მიტ. მელქისედეკმა წმინდა იოაკიმე და ანას ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა

მეუფე მელქისედეკმა შეკრებილ მრევლს წმინდა იოაკიმე და ანას ხსენების დღე მიულოცა და ტაძრის ქტიტორის ოჯახს მადლობა გადაუხადა.

მიტროპოლიტმა დიმიტრიმ პატრიარქ შიოს აჭარაში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა

მეუფე დიმიტრიმ სამღვდელოებისა და მრევლის სახელით კათოლიკოს-პატრიარქის მწყემსმთავრული კურთხევისა და სიყვარულისთვის მადლიერება გამოხატა.

გამოიცა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის მე-16 ნომერი

გამოცემაში მკითხველი კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ქადაგებებს, საეკლესიო ქრონიკას, მნიშვნელოვან ინფორმაციასა და ახალ გამოცემებს გაეცნობა.

ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელდასხმის რიტუალი შესრულდა

ხელდასხმა გარდაბნისა და მეტყოფის ეპისკოპოსმა შეასრულა.