მიტროპოლიტმა იობმა კვირიკეთის მონასტერში ახალი ტაძრის საძირკველი აკურთხა

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი. ფოტო: ეპარქიის გვერდი
7 მაისს, ყოვლადუსამღვდელოესმა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ძამის ხეობაში, კვირიკეთის მამათა მონასტერში წინასწარმეტყველ მალაქიას, წინასწარმეტყველ აქიასა და წინასწარმეტყველ ესაიას სახელობის ტაძრის საძირკველი აკურთხა.
ახალი ეკლესია სამნავიანი, ბაზილიკური ტიპის იქნება და მონასტრის ტერიტორიაზე აშენდება. საძირკვლის კურთხევის ცერემონია სასულიერო პირებისა და მრევლის მონაწილეობით აღესრულა.
კვირიკეთის მონასტერში დაგეგმილი ტაძრის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ძამის ხეობაში სამონასტრო და სულიერი ცხოვრების გაძლიერებას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სოფელ ქაშვეთის წმინდა გიორგის მონასტერში გიორგობის დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა.
წაიკითხეთ ასევე
თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება
შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.
სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.
მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა
ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.