ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ეპისკოპოს სერაფიმეს საფლავზე პანაშვიდი აღავლინა

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპისკოპოს სერაფიმეს საფლავზე

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპისკოპოს სერაფიმეს საფლავზე

26 აპრილს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსის, სერაფიმეს (ჯოჯუა) საფლავზე პანაშვიდი აღავლინა.

პანაშვიდი ეპისკოპოს სერაფიმეს ხსოვნის პატივსაცემად შესრულდა, რომლის ცხოვრებაც და მოღვაწეობაც ქართულ ეკლესიას მნიშვნელოვანი სამსახურის გაწევით დაამახსოვრდა.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა) 2025 წლის 4 ნოემბერს ინსულტის შედეგად, კლინიკაში გარდაიცვალა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა.

თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა

ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.

ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა

საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.