ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მენელსაცხებლე დედათა კვირას მრევლს ქადაგებით მიმართა
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. ფოტო: ფოთისა და ხობის ეპარქია
2026 წლის 26 აპრილს, მენელსაცხებლე დედათა კვირიაკეს, ფოთის საკათედრო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა ქადაგება წარმოთქვა, სადაც ყურადღება გაამახვილა როგორც სახარებისეულ მოვლენებზე, ასევე თანამედროვე საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
მიტროპოლიტმა ქადაგების დასაწყისში მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა – „ქრისტე აღდგა. გილოცავთ დღევანდელ დღეს, აღდგომის მადლი შეგეწიოთ“ – და აღნიშნა, რომ ამ დღეს ეკლესია იხსენიებს წმიდა მენელსაცხებლე დედებს, ასევე წმიდა თამარ მეფეს, ნიკოდიმოსს, იოსებ არიმათიელს, დიმიტრი ყიფიანს და სხვა წმიდანებს.
იერარქმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი მენელსაცხებლე დედათა ღვაწლს და ერთგულებას. მისი თქმით, მაშინ, როდესაც მოციქულთა ნაწილი შიშით დაიფანტა, მენელსაცხებლე დედებმა სიმტკიცე და თავდადება გამოიჩინეს. მან გაიხსენა სახარების სიტყვებიც – „მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე (ინ. 14, 6)“ – და აღნიშნა, რომ სწორედ ამ გზის ერთგულებაში გამოიხატა მათი სულიერი გმირობა.
ქადაგების მნიშვნელოვან ნაწილში მიტროპოლიტმა ისაუბრა ქალის როლზე როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებაში. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად ისტორიულად ქალისადმი განსაკუთრებული პატივისცემისა, დღეს ხშირად იკვეთება მისი დაუფასებლობა და ძალადობის შემთხვევებიც, რაც სერიოზულ პრობლემად რჩება.
მისი თქმით, ქალისადმი დამოკიდებულება პირველ რიგში ოჯახში ყალიბდება და სწორედ ეს განსაზღვრავს საზოგადოების ღირებულებით სისტემას. მიტროპოლიტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მამაკაცის პასუხისმგებლობაა ქალისთვის ღირსეული პირობების შექმნა, რათა მან სრულად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები.
ქადაგებაში ასევე გაჟღერდა თანამედროვე გამოწვევების თემა, მათ შორის – „არასწორად აღქმულ თავისუფლებას“, რომელიც, მიტროპოლიტის შეფასებით, ხშირად ტვირთად იქცევა და არა ღირსებად.
საუბრისას იერარქმა განსაკუთრებულად აღნიშნა წმიდა თამარ მეფის მაგალითი, როგორც ქალის ძალის, სიბრძნისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების გამორჩეული გამოვლენა.
დასასრულს მიტროპოლიტმა მოუწოდა საზოგადოებას, მეტი ყურადღება დაუთმოს რწმენის განმტკიცებასა და სულიერ განვითარებას, ასევე ერთმანეთის, განსაკუთრებით კი დედებისა და ქალების დაფასებას.
„ვისწავლოთ ერთმანეთის დაფასება, ვისწავლოთ დედების დაფასება“, – აღნიშნა მან ქადაგების ბოლოს და მრევლს კიდევ ერთხელ მიმართა აღდგომის მისალმებით – „ქრისტე აღდგა! ჩვენთან არს ღმერთი!“
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ,,დავითიანნის“ ქველმოქმედება — პატრიარქ ილია II-ის ხსოვნისთვის 300-მდე ადამიანი დააპურეს.
წაიკითხეთ ასევე
პატრიარქმა სამების საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა აფხაზეთისა და ცხინვალის ომებში დაღუპულთა სულების საოხად პანაშვიდი გადაიხადა.
ფოთში საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან 120 წლის იუბილე აღინიშნა
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ფოთისა და ხობის ეპარქიაში საზეიმო წირვაში მიიღო მონაწილეობა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ჯვართამაღლებას
პატრიარქმა შიო III-მ ჯვრის მნიშვნელობაზე, ადამიანის სულიერ ჯვარზე და აფხაზეთის ომის ტრაგედიაზე ისაუბრა.
27 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს
დღესასწაული უფლის პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის აღმოჩენასა და მისი იერუსალიმში დაბრუნებას უკავშირდება.
ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარი — წმინდა დედოფლის ხსოვნის ადგილი
26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან წამებულს იხსენებს.
ეპისკოპოსი გიორგი: „ჩვენი ინტერესია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით ტერიტორიული პრეტენზია არ დაუყენებია.