წმინდა ელიას ეკლესია - ჩერნობილის გაუცხოების ზონაში, მთავარი აქტიური ტაძარი

წმინდა ელიას ეკლესია ჩერნობილის გაუცხოების ზონაში

წმინდა ელიას ეკლესია ჩერნობილის გაუცხოების ზონაში

1986 წლის 26 აპრილს უკრაინაში, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფიდან 2026 წლის 26 აპრილს 40 წელი სრულდება. ეს იყო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოგენური ავარია, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია.

გამთენიისას, სადგურის მეოთხე ენერგობლოკზე აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი და რადიოაქტიური ნივთიერებების ატმოსფეროში დიდი რაოდენობით გაფრქვევა მოჰყვა. აფეთქების შედეგად გამოყოფილი რადიოაქტიური ნივთიერებები გავრცელდა უკრაინის, ბელარუსისა და რუსეთის დიდ ტერიტორიებზე, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში. ავარიის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ ათასობით "ლიკვიდატორი" - მეხანძრეები, სამხედროები, მაღაროელები და სხვა სპეციალისტები, რომლებმაც უდიდესი დასხივება მიიღეს.

ჩერნობილის ზონიდან ევაკუირებული იქნა ასობით ათასი ადამიანი, ხოლო პრიპიატის და ჩერნობილის მიმდებარე ტერიტორიები დღემდე აკრძალულ ზონად რჩება. ჩერნობილის ტრაგედია არის ბირთვული ენერგიის არასწორად გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მაგალითი, რომლის შედეგებსაც კაცობრიობა დღემდე გრძნობს.

ჩერნობილსა და გაუცხოების ზონაში მთავარი მოქმედი ეკლესია წმინდა ელიას ეკლესიაა (აშენდა 1873 წელს), რომელიც თავად ქალაქ ჩერნობილში  მდებარეობს. ის ლიკვიდატორებისა და მცირერიცხოვანი მომსახლეობის სულიერი ცხოვრების ცენტრად ითვლება. ზონაში არსებული სხვა ეკლესიების უმეტესობა მიტოვებული ან დანგრეულია.

როგორც ამბობენ, 1986 წლის ყველაზე მზიმე დღეებშიც კი, ტაძრის მიმდებარე ტერიტორია „სუფთა“ იყო და რადიაციის დონე ნორმალურ ფარგლებში რჩებოდა. ტაძრის ტერიტორიაზე დოზიმეტრები ხშირად საათში დაახლოებით 5-8 მიკრორენტგენის ფონურ მაჩვენებლებს აფიქსირებენ, რაც კიევში დაფიქსირებულ დონეებზე (დაახლოებით 18 მიკრორენტგენი საათში) დაბალია. წმინდა ელიას ეკლესია ჩერნობილის აკრძალვის ზონაში ერთადერთი მოქმედი მართლმადიდებლური ეკლესიაა.

ტაძრის ტერიტორიაზე ყოველწლიურად, ავარიის ღამეს ზარს რეკავენ (1:23).

ეკლესიაში ინახება უნიკალური ხატი, „ჩერნობილის ჩერნობილის მხსნელი“.

უნიკალური ხატი, რომელიც 1986 წლის ჩერნობილის კატასტროფის ხსოვნას ეძღვნება და რომელზეც გამოსახულია იესო ქრისტე, ღვთისმშობელი და მთავარანგელოზი მიქაელი ლიკვიდატორებთან ერთად. გამოსახულება სიმბოლურად გამოხატავს გმირობას, მონანიებას და ლოცვას ცოცხლებისა და მიცვალებულებისთვის. იგი შეიქმნა ლიკვიდატორების ინიციატივით.

ამ ფენომენს ხშირად „ჩერნობილის სასწაულს“ უწოდებენ, რადგან ტაძარი, მე-4 ელექტროსადგურიდან მხოლოდ 18 კილომეტრში მდებარეობს, უსაფრთხო ადგილად რჩება.

თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა

ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.

ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა

საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.