ეკლესია მღვდელმოწამე ზენონს, ვერონელ ეპისკოპოსს მოიხსენებს

მღვდელმოწამე ზენონ ვერონელი ეპისკოპოსი

მღვდელმოწამე ზენონ ვერონელი ეპისკოპოსი

25 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენებს მღვდელმოწამე ზენონ ვერონელი ეპისკოპოსს.

მღვდელმოწამე ზენონ ვერონელი (+დაახლ. 360) წარმოშობით ბერძენი იყო და სირიაში ცხოვრობდა. სიყრმეშივე ბერად აღკვეცილი წმიდანი მონასტრების მოლოცვის შემდეგ ვერონაში ჩავიდა. სათნო ცხოვრებისათვის ვერონელებმა იგი ეპისკოპოსად აირჩიეს.

მაშინდელი იმპერატორები, კონსტანცი (353-361) და ვალენტი (364-378) მფარველობდნენ პირველი მსოფლიო კრების (325 წ.) მიერ დაგმობილ აროზის ერესს. წმიდა ზენონმა მრავალი შევიწროება გადაიტანა ერეტიკოსების მხრიდან. ქადაგებებსა და ეპისტოლეებში წმიდა ეპისკოპოსი მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლურ სწავლებას. წმიდა ზენონმა დაწერა 16 ვრცელი და 77 მცირე სწავლე და დარიგება. გარდაიცვალა დაახლ. 360 წელს.

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი (ხს. 12 მარტს) აღწერს სასწაულს, რომელიც წმიდა ზენონის ხსენების დღეს მოხდა 558 წელს: მაშინდელმა წყალდიდობამ მთლიანად დატბორა ქალაქი ვერონა და მისი შემოგარენი, წყალმა წმიდა ზენონის სახელობის ტაძრის სარკმლებამდე მიაღწია, ტაძრის ღია კარებთან კი ზღუდესავით დადგა - სტიქიამაც ქედი მოიდრიკა წმიდა ზენონის სიწმიდის წინაშე.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სკანდალი პაფოსში : მიტროპოლიტ ტიქიკოსის საქმეში მილიონიანი ფინანსური მაქინაციებისა და შეთქმულების ბრალდებები გაჟღერდა.

 

ეკლესია წმიდა და ყოვლადქებული მოციქულ თომას მოიხსენიებს

საეკლესიო მწერლების მოწმობით თომა მოციქულის წმიდა ნაწილები შემდგომში (385 წელს) ქალაქ ედესოში გადაასვენეს. მაგრამ, როგორც ცნობილია, ინდოეთშიც დარჩა მისი ზოგიერთი ნაწილი.

მალე ეკრანებზე გამოვა წმინდა იოსებ ისიქასტის შესახებ გადაღებული სერიალი

„წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ინსტიტუტის“ (Saint Maximus Institute) ნამუშევარი ტელეკომპანია „მეგაზე“ (Mega) გავა; წმინდანის ახალგაზრდობის წლებს ტასოს ლეკკასი განასახიერებს, ხოლო მოხუცებულობის პერიოდს — არის სერვეტალისი.

მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ირაკლი ჩხიკვაძეს დიაკვნად დაასხა ხელი

ახალხელდასხმული დიაკონი ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.

ბულგარეთის პატრიარქმა ეკლესიაში არსებული უთანხმოებების დიალოგის გზით დაძლევისკენ მოუწოდა

ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარმა არსებული უთანხმოების ფონზე პატრიარქ ბართლომეოსთან ერთად ერთობლივი აღნიშვნის მნიშვნელობა ახსნა.

შიო III ვეტერანებს: „მამულის სიყვარული,თავდადება და სიმამაცე საქმით დაამოწმეთ''

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ვეტერანებს პროფესიული დღე მიულოცა, სამშობლოს წინაშე მათი ღვაწლი აღნიშნა და გარდაცვლილი თანამებრძოლების სულების განსვენებისთვის ილოცა.

ბულგარეთისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქებმა წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში ილოცეს

მიტროპოლიტმა ბარნაბამ ლიტურგია სოფიაში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში აღავლინა. წირვა წმინდა იოანე რილელის წლისთავს მიეძღვნა.