ეპისკოპოსი ქრისტეფორე წამალაიძე პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობის სურვილს აცხადებს
ყოფილი მღვდელმთავარი ქრისტეფორე წამალაიძე. ფოტო არქივი
ეპისკოპოსმა ქრისტეფორე (წამალაიძემ), რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი მღვდელმთავარია, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) წერილით მიმართა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.
როგორც წერილში აღნიშნავს, იგი თავს მიიჩნევს „სინოდალური კომისიის მიერ აბსოლუტურად გამართლებულ მღვდელმთავრად“ და აცხადებს, რომ, როგორც „სამშობლოს შვილი“, სურს მონაწილეობა მიიღოს ეკლესიის უმაღლესი იერარქის არჩევაში.
ქრისტეფორე წამალაიძე ეპისკოპოსად 1979 წლის 19 აგვისტოს, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში აკურთხეს. სხვადასხვა წლებში იგი ხელმძღვანელობდა ნიკორწმინდის, მარგვეთის, აგარაკ-წალკის, ურბნისისა და რუისის, ასევე ბოლნისისა და დმანისის ეპარქიებს. 1980-იან წლებში აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში და ახლო კავშირში იყო ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთან.
1990-იანი წლების დასაწყისში, საქართველოში პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, მასსა და ეკლესიის წმინდა სინოდს შორის ურთიერთობა დაიძაბა. 1995 წელს, ეპარქიის უნებართვოდ დატოვების გამო, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, იგი გამოყვანილ იქნა სინოდის შემადგენლობიდან, ჩამოერთვა ეპარქია და აეკრძალა მღვდელმოქმედება.
მოგვიანებით, მიუხედავად მცდელობისა, რომ აღდგენილიყო საეკლესიო მსახურებაში, სინოდმა ძალაში დატოვა მის მიმართ დაწესებული შეზღუდვები. ამის შემდეგ ქრისტეფორე წამალაიძე სხვადასხვა სქიზმატურ ჯგუფებთან დაახლოვდა და მათთან ერთად აგრძელებდა რელიგიურ საქმიანობას.
მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად იგი არ არის განკვეთილი, თუმცა კვლავ ძალაში რჩება მისთვის დაწესებული მღვდელმოქმედების აკრძალვა და სინოდის წევრობის შეზღუდვა.
ამ ეტაპზე უცნობია, რა სამართლებრივ ან კანონიკურ შეფასებას მისცემს საპატრიარქო ქრისტეფორე წამალაიძის მოთხოვნას პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი სამწყსოსადმი.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.
ეკლესია იოანე ნათლისმცემლის მშობლებს მოიხსენებს
მართალი ელისაბედი თავის მეუღლის მიცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ გავიდა ამსოფლიდან, უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი წმიდა იოანე კი უდაბნოში ცხოვრობდა მანამ, სანამ ებრაელი ხალხის წინაშე მისი გამოჩენის ჟამმა არ მოაწია.