16 აპრილს წაჩხურობის დღესასწაული აღინიშნება

წაჩხურობა. მორწმუნეებს აკვნები მიაქვთ ტაძარში.ფოტო: ჭყონდიდის ეპარქია

წაჩხურობა. მორწმუნეებს აკვნები მიაქვთ ტაძარში.ფოტო: ჭყონდიდის ეპარქია

ყოველ გაზაფხულზე  მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში დღესასწაული "წაჩხურობა" იმართება. ეს უძველესი ტრადიციაა, რომლის ისტორიაც საუკუნეებს ითვლის. ამ დღეს სოფელში მთელი საქართველოდან მიდიან ადამიანები, რათა წმინდა ანდრეა პირველწოდებულის ეკლესიაში მივიდნენ.

აქ მოდიან უშილო წყვილები და შვილების შეძენაზე ლოცულობენ, ასევე მოდიან ისინიც, ვინც უკვე მშობლები გახდნენ. ხალხს ეკლესიაში თან მიაქვთ აკვნები. მშობლები აკვნებს ტოვებენ ეკლესიაში, ხოლო უშვილო წყვილებს ის სახლში მიაქვთ. ამბობენ, რომ ბევრ მორწმუნე გახდა მშობელი მას შემდეგ, რაც წაჩხურობაში მიიღო მონაწილეობა.

წაჩხურობაზე სოფელი სალხინოს წმინდა ანდრეა პირველწოდებულის ეკლესიას ასობით ადამიანი სტუმრობს. ხალხს ეკლესიაში აკვნები მიაქვთ. 

წაჩხურობაზე ეკლესიაში ასობით აკვანი გროვდება - ისინი მოაქვთ უშვილო წყვილებს საკურთხებლად, ასევე მათ, ვინც უკვე მშობელია.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბრეტანში ქართველებმა წმინდა გიორგის სახელობის ახალი სამრევლო დააარსეს.

თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა

ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.

ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა

საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.