მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ირაკლი ჩიქოვანი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. ფოტო: Irakli Chikovani
მიცვალებულთა ხსენების დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა სამშობლოსთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ის ადამიანები, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების დასაცავად საკუთარი სიცოცხლე გაწირეს. აღინიშნა, რომ გმირების თავგანწირვა ამყარებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფუძველს და აძლიერებს ეროვნულ იდენტობას. მათი მაგალითი მომავალ თაობებს ასწავლის, რომ სამშობლოს სამსახური პასუხისმგებლობას, ღირსებასა და უმაღლესი ეროვნული ღირებულებებისადმი ერთგულებას ნიშნავს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გმირების ოჯახის წევრებს. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მათ შეხვდნენ და კიდევ ერთხელ გამოხატეს მადლიერება და პატივისცემა იმ მშობლებისა და ოჯახების მიმართ, რომლებმაც საქართველოს ღირსეული გმირები აღუზარდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, ზუგდიდში ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრის დღესასწაული ღამისთევით აღინიშნა.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.
მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა
19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.