სინოდის სხდომას 13-წლიანი პაუზის შემდეგ მიტროპოლიტი აბრაამი დაესწრება

მეუფე აბრაამი (გარმელია). ფოტო: ეპარქიის გვერდი

მეუფე აბრაამი (გარმელია). ფოტო: ეპარქიის გვერდი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უხუცესი და გამორჩეული მღვდელმთავარი, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია), 13-წლიანი პაუზის შემდეგ 24 აპრილს წმინდა სინოდის სხდომას დაესწრება.

სხდომაზე, არსებული ინფორმაციით, სამი ახალი მღვდელმთავრის კანდიდატურის განხილვა და არჩევაა დაგეგმილი.

მიტროპოლიტ აბრაამს, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ მინიჭებული აქვს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო — სკუფიაზე ჯვრის ტარების უფლება, როგორც ცნობილია, საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ განიხილავს.

ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა წლებში სწორედ მისი წარდგინებითა და შეთავაზებით წმინდა სინოდმა ექვსი მღვდელმთავარი გამოირჩია.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, ათონის მთაზე, ყუთლუმუსში, გაიმართა „ღირს არს“ ხატით მსვლელობა.

თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა

ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.

ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა

საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.