მიტროპოლიტ შიოს სააღდგომო ეპისტოლე

მიტროპოლიტი შიო. ფოტო: მჟკ
სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), სააღდგომო ეპისტოლეთი მიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს, სასულიერო პირებსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს.
„ქრისტე აღდგა!“ მისი თქმით, აღდგომა არის დღე, როდესაც „ხარობს და ზეიმობს სამყარო“, რადგან „მხსნელი სოფლისა, დასაბამი და წყარო სიცოცხლისა, მაცხოვარი ჩვენი აღდგა მკვდრეთით და შემუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისა“.
მეუფე შიო განმარტავს, რომ ქრისტეს აღდგომით დაიმსხვრა ბოროტების ძალა და კაცობრიობას მიენიჭა მარადიული სიცოცხლის იმედი. როგორც ეპისტოლაშია ნათქვამი, „აღდგა უფალი, დაიმსხვრა საკვრელნი ბოროტებისა და განქარდა ძალი ეშმაკისა! აღდგა უფალი და მოეფინა მარადიული ნათელი ყოველსა ქვეყანასა ზედა!“
მიტროპოლიტი შიო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს აღდგომის თეოლოგიურ მნიშვნელობაზე და ციტირებს წმინდა წერილს: „უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაი ეგე თქუენი”რითაც ხაზს უსვამს, რომ აღდგომა ქრისტიანული რწმენის საფუძველია.
ეპისტოლეში ასევე საუბარია დიდი მარხვის პერიოდზე, როგორც სულიერი განწმენდისა და უფალთან დაახლოების გზაზე. მიტროპოლიტის თქმით, ამ დროს მორწმუნეები ცდილობენ, ლოცვითა და მარხვით მოემზადონ აღდგომის შესახვედრად, რათა ღირსნი გახდნენ უფლის სიტყვებისა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ.“
თუმცა, როგორც ეპისტოლაშია აღნიშნული, მიმდინარე წელს ეს სულიერი გზა განსაკუთრებული მწუხარებით იყო დატვირთული. დიდი მარხვის პერიოდში გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, რაც მიტროპოლიტის შეფასებით, უდიდესი დანაკარგია ეკლესიისა და ერისთვის.
მეუფე შიო ამ მოვლენას აღდგომის სიხარულთან აკავშირებს და აღნიშნავს, რომ ქრისტიანული სწავლების მიხედვით სიკვდილი არ არის დასასრული. იგი იხსენებს დავით მეფსალმუნის სიტყვებს: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმინდათა მისთა“ და განმარტავს, რომ გარდაცვალება არის გზა მარადიული ნეტარებისკენ.
ეპისტოლეში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა პატრიარქ ილია II-ის მრავალწლიან მოღვაწეობას. მიტროპოლიტი შიო აღნიშნავს, რომ მისი 49-წლიანი მსახურება იყო სულიერი ძალის, სიყვარულისა და ერთიანობის მაგალითი, რომელიც თითოეულ ადამიანს ეხებოდა.
მისივე თქმით, პატრიარქმა ურთულეს პირობებში ჩაიბარა ეკლესია და შეძლო მისი აღორძინება. იგი აღწერს მის ცხოვრებას, როგორც „მოწამებრივ გზას და თავგანწირვას“, ხოლო მის სიბრძნეს ადარებს ბიბლიურ წინამძღოლებს: „მისი მამამთავრული სიბრძნე მოგვაგონებდა მოსეს, რომლის მსგავსად, განსაცდელთა ჟამს ერთგვარ ბეწვის ხიდზე მიუძღოდა ერს...“
მიტროპოლიტი შიო ასევე აღნიშნავს იმ ერთობას, რომელიც პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ გამოვლინდა. მისი თქმით, „მთელი საქართველო, ზღვა ხალხი უწყვეტ ნაკადად, მოწიწებით მიემართებოდა განსვენებული პატრიარქისთვის პატივის მისაგებად“, რაც საზოგადოების ერთიანობის ნათელი გამოხატულებაა.
ეპისტოლეში განსაკუთრებული მადლიერებაა გამოხატული საზოგადოების მიმართ: „ვმადლობთ უფალს და თითოეულ თქვენგანს ამ ერთობისათვის!“ – აღნიშნავს მიტროპოლიტი და მადლობას უხდის მათაც, ვინც ლოცვით თანადგომას გამოხატავდა.
მეუფე შიო მორწმუნეებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ ეს ერთობა და გააგრძელონ ერთმანეთის მხარდაჭერა, რადგან „ერთმანეთის მხარში დგომა, ლოცვა, ერთობა და სიყვარული არის საწინდარი იმისა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცხოვრება.“
სააღდგომო ეპისტოლეს დასასრულს მიტროპოლიტი შიო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აღდგომის სიხარულს და მოუწოდებს საზოგადოებას, ერთობით ადიდონ უფალი: „აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას, და ურთიერთარს შევეტკბოთ…“
ეპისტოლე სრულდება ქრისტიანული სამყაროს უმთავრესი მისალოცით – „ქრისტე აღდგა!“, რაც კვლავ რჩება რწმენის, იმედისა და სიყვარულის მარადიულ სიმბოლოდ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.
წაიკითხეთ ასევე
ბულგარეთის პატრიარქმა ეკლესიაში არსებული უთანხმოებების დიალოგის გზით დაძლევისკენ მოუწოდა
ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარმა არსებული უთანხმოების ფონზე პატრიარქ ბართლომეოსთან ერთად ერთობლივი აღნიშვნის მნიშვნელობა ახსნა.
შიო III ვეტერანებს: „მამულის სიყვარული,თავდადება და სიმამაცე საქმით დაამოწმეთ''
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ვეტერანებს პროფესიული დღე მიულოცა, სამშობლოს წინაშე მათი ღვაწლი აღნიშნა და გარდაცვლილი თანამებრძოლების სულების განსვენებისთვის ილოცა.
ბულგარეთისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქებმა წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში ილოცეს
მიტროპოლიტმა ბარნაბამ ლიტურგია სოფიაში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში აღავლინა. წირვა წმინდა იოანე რილელის წლისთავს მიეძღვნა.
პატრიარქი ბართლომეოსი ბულგარეთში ჩავიდა
მისმა დიდი ხნის ნანატრი ვიზიტი და საპროტესტო აქციები, რომელმაც ბართლომეოსის თავდაპირველი პროგრამა შეცვალა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წიგნების სერიის რედაქტორები მიიღო
შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი.
პატრიარქი ბართლომეოსი ბულგარეთის წინამძღვართან ერთად არ იმსახურებს
მსოფლიო პატრიარქი სოფიაში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ჩატარებულ წირვას სტუმრის სტატუსით დაესწრება.