მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი განცხადებას ავრცელებს

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი.. ფოტო: ეპარქიის გვერდი

მესტიისა და სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი მხარდაჭერას უცხადებს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანს და მიმართვას ავრცელებს. 

,,მინდა გამოვხატო ჩემი თანხმობა და მხარდაჭერა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანის წერილში გადმოცემული მსჯელობის მიმართ.
განსაკუთრებით საყურადღებოა განმარტება, რომ ეკლესიის ცხოვრებაში გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს თავისუფლად, ერთსულოვნებითა და ყოველგვარი ზეწოლის გარეშე.
ამასთანავე, მსურს შევეხო იმ საკითხსაც, რომელმაც საზოგადოებაში გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია — როდესაც ითქვა, რომ დასრულდა პატრიარქის ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა. მიმაჩნია, რომ ეს გამონათქვამი სწორად უნდა იქნას გაგებული: ეპოქის დასრულება არ ნიშნავს ადამიანის ღვაწლის დავიწყებას ან მისი მნიშვნელობის დაკნინებას. პირიქით, ეს აღნიშნავს იმ ისტორიული პერიოდის დასრულებას, რომელიც დაკავშირებულია მისი მოღვაწეობითა და თაოსნობით.

ამ თემაზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ქადაგება ხარების დღესასწაულზე


მეუფე იობის ქადაგებაში მკაფიოდ იყო გამოკვეთილი აზრი, რომ პატრიარქი იყო ეპოქალური პიროვნება.
ეკლესიის ისტორიაც გვასწავლის ამას — ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა ეპოქებზე, რომლებიც დაკავშირებულია გამორჩეულ სულიერ წინამძღვრებთან. ამგვარადვე შეიძლება ვიხსენებდეთ ამბროსი (ხელაია)-ს, კალისტრატე (ცინცაძე)-ს და სხვა პატრიარქთა მოღვაწეობას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათი ეპოქები უწყვეტად გრძელდება — არამედ იმას, რომ მათი ღვაწლი რჩება ეკლესიის ცოცხალ მემკვიდრეობად.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა სინოდი სწორედ ამიტომ იწოდება „წმინდად“, რომ მისი გადაწყვეტილებები მიიღება სულიწმინდის მადლითა და შემწეობით. ამ ჭეშმარიტების უგულებელყოფა იქნებოდა, თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეიზღუდებოდა მღვდელმთავართა თავისუფალი არჩევანი და იარსებებდა ზეწოლის ან წინასწარი განწყობის მცდელობა.
სრულიად ვიზიარებ იმ მოსაზრებასაც, რომ დაუშვებელია ისეთი განცხადება, თითქოს რომელიმე არჩევანის შემთხვევაში ღმერთი არ მიიღებს ადამიანს, ვინაიდან ეს არ შეესაბამება ეკლესიის სწავლებას.
მჯერა, რომ სიმშვიდე, გონიერება და ქრისტესმიერი სიყვარული უნდა იყოს ჩვენი საერთო საფუძველი.
უფალმა სულიწმინდის მადლით აღასრულოს ყოველივე კეთილი და გვამყოფოს ერთსულოვნებაში, სიმართლეში და მშვიდობაში.
მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი.''

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქოსთან სინოდის წევრები იკრიბებიან.

წაიკითხეთ ასევე

საბერძნეთში ახალმოწამე ზლატას წმინდა ნაწილები აღმოაჩინეს

სამეცნიერო გამოკვლევის შედეგები სრულიად დაემთხვა ახალი მოწამე ზლატას ცხოვრებას, რაც ადასტურებდა წმინდანის აღმოჩენილი ნეშტის ნამდვილობას.

საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ გაიხსნა

საჩხერეში სრულიად საქართველოს მერვე კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ დაიწყო, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ქუთაისში ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შედეგების მქონე აბიტურიენტები დააჯილდოვეს

წარმატებულ ახალგაზრდებს ჯილდოები და სიგელები გადასცეს.

გორის ყოვლადწმინდა სამების ტაძარს დეკანოზი ანატოლი ფიოდორუკი ეწვია

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძრის წინამძღვარმა სტუმარ დეკანოზ ანატოლე ფიოდორუკთან და პოლონეთიდან ჩამოსულ მგალობელთა გუნდთან ერთად აღასრულა.

ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

რეაბილიტირებული მამული სამუზეუმო, საგანმანათლებლო, საბიბლიოთეკო და კულტურულ სივრცეებს გააერთიანებს.

ალავერდის საკათედრო ტაძარში იოსებ ალავერდელის ხსენების დღე აღინიშნა

ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია აღევლინა.