ზემო ბეთლემში ბზობის ღამისთევა გაიმართება

ბზა. ფოტო: ღია წყარო

ბზა. ფოტო: ღია წყარო

4 აპრილს, შაბათს, ღამის 11საათზე ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძარში ბზობის ღამისთევის მსახურება ჩატარდება.

ღვთისმსახურებას დეკანოზი იოანე როსტიაშვილი აღასრულებს. ბზობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც იესო ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს და მორწმუნეთათვის განსაკუთრებული სულიერი მნიშვნელობა აქვს.

აღსანიშნავია, რომ ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძარში ღამისთევის მსახურებები ხშირად ტარდება, რაც მრევლს შესაძლებლობას აძლევს, უფრო მეტად ჩაერთოს ლიტურგიკულ ცხოვრებაში და ერთობლივი ლოცვით შეხვდეს საეკლესიო დღესასწაულებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში გაიმართა შეხვედრა პროექტის „მოძღვრის საათი – შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში.

თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა

ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.

ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა

საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.