საპატრიარქო რუსეთის დაზვერვის განცხადებას ეხმაურება — „მსგავსი ჩარევა წარმოუდგენელია“

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. ფოტო: formulanews
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან „წარმოუდგენელია“.
როგორც ჯაღმაიძემ „ფორმულასთან“ განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია და მისი სისწორე გაურკვეველია.
„მსგავსი ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან, რომელიც არ უნდა იყოს, ჩვენთვის წარმოუდგენელია და მიგვაჩნია ეს სრულიად შეუძლებლად. უცნობია ამ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველი“, — განაცხადა მან.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა მანამდე გაავრცელა განცხადება, რომელშიც მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა.
მათივე მტკიცებით, ბართლომეოსი ცდილობს ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ შექმნილი ვითარებით ისარგებლოს და საქართველოს ეკლესიაზე გავლენა გააძლიეროს. ამავე განცხადებაში დასახელებულია კათოლიკოს-პატრიარქის შესაძლო კანდიდატებიც — დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პარლამენტმა ილია II-ის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
წაიკითხეთ ასევე
თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება
შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.
სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.
მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა
ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.