სერბეთის ეკლესია და მონტენეგროს ხელისუფლება ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს

2022 წლის 30 ივნისს, ბელგრადის საპატრიარქო სასახლეში, სერბეთის პატრიარქმა პორფირიმ და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა დრიტან აბაზოვიჩმა განიხილეს ეკლესია-სახელმწიფოს შორის შეთანხმების ხელმოწერის მზადება. ამის შესახებ ინფორმაციას სერბეთის საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.

„ყველა ქვეყანაში არსებობს შეთანხმებები, რომლებიც არეგულირებს სახელმწიფოს ვალდებულებებს რელიგიურ თემთან მიმართებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, რელიგიური თემის ვალდებულებებსაც სახელმწიფოსთან მიმართებაში. აღნიშნული შეთანხმება მონტენეგროში 2012 წელს დაიწყო. შემდეგ იყო შეფერხებები, იყო პრობლემები და, მადლობა ღმერთს, შარშან შევედით დასკვნით ფაზაში“, - განაცხადა სოკ-ის ხელმძღვანელმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პატრიარქ პორფირის თქმით, შეთანხმების ტექსტის დამტკიცება და მიღება შესაძლებელია წმინდა სინოდის მიერ დამტკიცების შემდეგ.

„თუ ღმერთი დაუშვებს, რომ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც უნდა იყოს, მაშინ ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას ხელმოწერის თარიღზე, რომელიც, როცა ყველაფერი დასრულდება, შეიძლება იყოს მონტენეგროს სახელმწიფოსა და ჩვენს ეკლესიას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის გვირგვინი. გასული წლიდან შევედით დასკვნით ეტაპზე“, - დასძინა სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა.

დრიტან აბაზოვიჩმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ შეთანხმებას მალე მოეწერება ხელი და მისი მიღება დაიცავს როგორც სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის, ასევე სახელმწიფოს ინტერესებს, „რომელიც, მოგეხსენებათ, არის სეკულარული და არ სურს ნებისმიერი რელიგიური საზოგადოება ჩაერიოს საშინაო საქმეებში “.

„მოვიდა დრო, ვიმოქმედოთ სხვაგვარად და მივცეთ შანსი შერიგებისა ყველას საკეთილდღეოდ“, - განაცხადა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა.

ხელშეკრულება, რომელიც მზადდება პატრიარქისა და პრემიერ-მინისტრის ხელმოწერისთვის, შექმნილია მონტენეგროს სახელმწიფოსა და სერბეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის ურთიერთობების დასარეგულირებლად.

როგორც მჟკ წერდა, 2021 წლის გაზაფხულზე ორივე მხარემ უკვე გამოაცხადა მზადყოფნა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, მაგრამ ეს არ მოხდა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.