წმიდა მღვდელმოწამე ალექსანდრე

წმიდა მღვდელმოწამე ალექსანდრე. ფოტო: ღია წყარო

წმიდა მღვდელმოწამე ალექსანდრე. ფოტო: ღია წყარო

მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 28 მარტს აღნიშნავს წმინდა მღვდელმოწამე ალექსანდრეს ხსნების დღეს.

წმიდა მღვდელმოწამე ალექსანდრე ეწამა ქრისტესთვის იმპერატორ ავრელიანეს (270-275) დროს. წმიდანი მმართველმა ანტონიონმა დაკითხა, შემდეგ კი სასტიკად აწამა. ღვთისგან სასწაულებრივად დაცულმა ალექსანდრემ უდრტვინელად აიტანა ტკივილი. შემდეგ მას თავი მოჰკვეთეს.
ანტონიონი მსაჯულის სავარძლიდან წამოდგომისთანავე ეშმაკეულ იქმნა და საშინელ ტანჯვაში აღმოხდა სული.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამების საკათედრო ლავრის ტერიტორიაზე წმინდა სვიმეონ კანანელის სახელობის ტაძარი შენდება.

ფილიპინები იესო ქრისტეს 207 მეტრის სიმაღლის ქანდაკების დადგმას გეგმავენ

პოლონურმა კომპანია Slipform-მა ფილიპინებისთვის იესო ქრისტეს 207 მეტრიანი ქანდაკება დააპროექტა.

ზუგდიდის №11 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობის გაცნობისკენ მიმართული პროექტი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება.

სოფელ ბორითში მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს

ეროვნული გმირის გარდაცვალებიდან 37 წლისთავზე სასულიერო პირებმა, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მისი ღვაწლი გაიხსენეს და სულის მოსახსენებელ პანაშვიდში მიიღეს მონაწილეობა.

ბოდბის მონასტერში ღვთისმშობლის ხატის „ძუძუსმაწოვებელი“ ზუსტი ასლი დაბრძანდა

ათონის მთის ქილანდარის მონასტრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ზუსტი ასლი ბოდბეში 14 ოქტომბერს ჩამოაბრძანეს.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სვეტიცხოვლობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე

,,დიდი სიხარულია, რომ ამ კრებულს ვხედავთ დღეს სვეტიცხოველში, ყველა ეკლესიის წარმომადგენლები, მღვდელმთავრები და სასულიერო პირები ჩვენთან ერთად ზეიმობენ დღეს.''-დეკანოზი ანდრია.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნეტარ ანდრიას მოიხსენიებს

ადრეულ სიყმაწვილეშივე ტყვედ ჩავარდნილი ჭაბუკი მდიდარმა კონსტანტინოპოლელმა, თეოგნისტემ შეისყიდა და ბერძნულ ენასა და მეცნიერებებში განსწავლა.