სიონის ტაძარში ილია II-ის საფლავზე პანაშვიდი აღევლინა
ილია მეორეს სამუდამო განსასვენებელი სიონის საპატრიარქო ტაძარში. ფოტო: მჟკ
23 მარტს, თბილისში, სიონის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საფლავზე პანაშვიდი აღევლინა.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), სასულიერო პირებთან ერთად პანაშვიდი გადაიხადა. მას თანამსახურებდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები.
პანაშვიდზე შეკრებილმა სასულიერო და საერო პირებმა პატივი მიაგეს უწმინდესისა და უნეტარესის ხსოვნას და მის სულის მოსახსენიებლად ილოცეს.
ილია II 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალეს. მის საფლავზე 40 დღის განმავლობაში ყოველდღიურად აღევლინება პანაშვიდი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მთავარეპისკოპოსი ტიხონი პატივს მიაგებს პატრიარქ ილიას და იხსენებს გერმანიაში ვიზიტებს.
წაიკითხეთ ასევე
28 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოსებ ალავერდელს მოიხსენიებს
ღირსი მამა იოსებ ალავერდელი საქართველოში VI საუკუნეში ჩამოსულ ასურელ მამათა შორის ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწე იყო და კახეთში ქრისტიანული სარწმუნოებისა და მონაზვნური ცხოვრების განმტკიცებას ემსახურებოდა.
სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა
ბოლნისში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ცურტავის წმ.ქეთევანის ტაძარში ლიტურგია აღავლინა
წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს სადღესასწაულო მსახურება ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად შესრულდა.
პატრიარქმა სამების საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა აფხაზეთისა და ცხინვალის ომებში დაღუპულთა სულების საოხად პანაშვიდი გადაიხადა.
ფოთში საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან 120 წლის იუბილე აღინიშნა
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ფოთისა და ხობის ეპარქიაში საზეიმო წირვაში მიიღო მონაწილეობა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ჯვართამაღლებას
პატრიარქმა შიო III-მ ჯვრის მნიშვნელობაზე, ადამიანის სულიერ ჯვარზე და აფხაზეთის ომის ტრაგედიაზე ისაუბრა.