სიონის ტაძარში ილია II-ის დაკრძალვის ადგილის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს
დაკვრძალვისთვის მზადება სიონის საკათედრო ტაძარში. ფოტო: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
19 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით უნდა დაიკრძალოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, დაკრძალვის ადგილის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მთავრობის ერთობლივი კომისიის წევრები. მათ შორის იყვნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), წმინდა სინოდის წევრები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წარმომადგენლები და კომისიის სხვა წევრები.
კომისიის წევრებმა ადგილზე დაათვალიერეს მიმდინარე სამუშაოები და გაეცნენ იმ პროცესს, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვისთვის მზადების ფარგლებში ხორციელდება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 19 მარტს პატრიარქის ნათლულები ავლაბრიდან სამების ტაძრამდე ფეხით მსვლელობას გამართავენ.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.
მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა
19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.