პატრიარქი დაკრძალვამდე სამების საკათედრო ტაძარში იქნება დასვენებული
ფეხით მსვლელობა საპატრიარქოდან სამების ტაძრამდე. ფოტო: მჟკ
18 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II საქართველოს საპატრიარქოს შენობიდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. უწმინდესის ცხედარი ტაძრამდე ფეხით მსვლელობით, მრავალი მართლმადიდებლის თანხლებით მიასვენეს.
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის ცხედარი 22 მარტამდე იქნება დასვენებული, სადაც მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეეძლებათ მისვლა და უწმინდესის ხსოვნისადმი პატივის მიგება.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, 22 მარტს ილია II-ს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ. დაკრძალვის ადგილი მისი ანდერძის შესაბამისად განისაზღვრა.
სინოდის დადგენილებით, 40 დღის განმავლობაში პატრიარქის მოვალეობას შეასრულებს მისი თანამოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო (მუჯირი). 40 დღის გასვლის შემდეგ კი წმინდა სინოდი კენჭისყრის საფუძველზე ახალ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მისი უნეტარესი მიტროპოლიტი ტიხონი სამძიმრის წერილს უგზავნის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.