ბმე-ის იერარქი: მაკედონიის ეკლესიის სახელს ეკლესიების დიალოგი განსაზღვრავს

ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქმა, ლოვჩანის მიტროპოლიტმა გაბრიელმა ბულგარეთის ეროვნული რადიოს ეთერში კომენტარი გააკეთა სინოდის გადაწყვეტილებაზე მაკედონიის ეკლესიის სახელზე და ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტის რეაქციაზე მასზე.

„სერბეთის პატრიარქის წერილში ნათქვამია, რომ მაკედონიის მართლმადიდებლური ეკლესიის სახელი გაირკვევა ბერძნულენოვან და სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან დიალოგით. ჩვენს გადაწყვეტილებაში პოლიტიკური არაფერი იყო“, - განაცხადა მეუფე გაბრიელმა.

„პოლიტიკოსებმა შეწყვიტონ ხალხის ერთმანეთის წინააღმდეგ ამხედრება. ვცდილობთ ვეძიოთ ადამიანებს შორის სიკეთე, სიყვარული, რაც გვაკავშირებს და არ გამოვიგონოთ სხვადასხვა ბარიერები, რომელთაგან ბევრი საერთოდ არ არსებობს“, - აღნიშნა ბულგარეთის მართმადიდებლური ეკლესიის იერარქმა.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკიმ განაცხადა, რომ მაკედონიის ეკლესიის სახელწოდების შესახებ გადაწყვეტილება ბმე-ის სინოდმა არ უნდა განიხილოს.

მანამდე მჟკ-მ გვაუწყა, რომ ნევროკოპის მიტროპოლიტ სერაფიმეს თქმით, ახალი ავტოკეფალური ეკლესიის ტერიტორიისა და სახელწოდების საკითხები დადგინდება ყველა ადგილობრივი ეკლესიის მიერ აღიარების პროცესში.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.