ბათუმის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა დიმიტრიმ შაბათის მწუხრ-ცისკრის მსახურება აღასრულა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად. ფოტო: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

7 მარტს ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში შაბათის მწუხრ-ცისკრის მსახურება აღესრულა. საღვთო მსახურება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ აღავლინა ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად.

ასევე ღვთისმსახურებაში მონაწილეობდნენ ტაძარში მოღვაწე სტიქაროსნები და მრევლი.

შვიდგზის ზეთისცხება შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთია და ყოველთვის დიდ მარხვაში ტარდება. მართლმადიდებელ ქრისტიანს შვიდჯერ ეცხება წითელ ღვინოში არეული ზეთი მღვდლების მიერ. მრავალგზის იკითხება სახარება და ლოცვები სნეულთათვის. ეს ყველაფერი ქრისტიანის სულისა და ხორცის განკურნებისთვის სრულდება. ზეთის კურთხევისას, ეკლესიის ერთობლივი ლოცვისა და სნეულის ნაკურთხი ზეთითა და ღვინით ცხებისას, ავადმყოფ ქრისტიანზე საღმრთო მადლი გადმოდის, რომელსაც მისი ფიზიკური და სულიერი სნეულებების განკურნება შეუძლია. ზეთის კურთხევა უკავშირდება სინანულის საიდუმლოს. შვიდგზის ზეთის ცხება შეუძლია მხოლოდ მას, ვისაც ერთხელ მაინც აქვს აღსარება ჩაბარებული.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიცვალებულთა ხსენების დღეს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარში პანაშვიდი აღევლინა.

წაიკითხეთ ასევე

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.

ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.

მიტ. მელქისედეკმა წმინდა იოაკიმე და ანას ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა

მეუფე მელქისედეკმა შეკრებილ მრევლს წმინდა იოაკიმე და ანას ხსენების დღე მიულოცა და ტაძრის ქტიტორის ოჯახს მადლობა გადაუხადა.

მიტროპოლიტმა დიმიტრიმ პატრიარქ შიოს აჭარაში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა

მეუფე დიმიტრიმ სამღვდელოებისა და მრევლის სახელით კათოლიკოს-პატრიარქის მწყემსმთავრული კურთხევისა და სიყვარულისთვის მადლიერება გამოხატა.

გამოიცა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის მე-16 ნომერი

გამოცემაში მკითხველი კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ქადაგებებს, საეკლესიო ქრონიკას, მნიშვნელოვან ინფორმაციასა და ახალ გამოცემებს გაეცნობა.

ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელდასხმის რიტუალი შესრულდა

ხელდასხმა გარდაბნისა და მეტყოფის ეპისკოპოსმა შეასრულა.