UNESCO-ს მისია მცხეთაში ისტორიული ძეგლების მდგომარეობას აფასებს

ICOMOS-ისა და ICCROM-ის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა. ფოტო: საქართველოს კულტურის სამინისტრო

UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების – ICOMOS-ისა და ICCROM-ის წარმომადგენლები საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, მცხეთის ისტორიული ძეგლების მონიტორინგის მიზნით საქართველოს ეწვივნენ.

მისიის წევრები მცხეთაში ძეგლების კონსერვაციის საერთო მდგომარეობას შეაფასებენ, ასევე განიხილავენ ქალაქში მოქმედი ქალაქთმშენებლობის განსაკუთრებული რეჟიმისა და მორატორიუმის ეფექტიანობას, აგრეთვე სივრცითი განვითარების საკითხებს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ეგიდით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მცხეთასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების პროცესს.

შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი და საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, მცხეთის მერი გოგი აბუაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი და მცხეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, ასევე კულტურის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.

მისიის შემადგენლობაში შედიან ICOMOS-ის ექსპერტი ალკივიადის პრეპისი, ICCROM-ის ექსპერტი სტეფან ბალიჩი და UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის განყოფილების პროგრამის სპეციალისტი ირენა კაკე.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ წყაროს ცნობით, ჩეხეთის რესპუბლიკაში ხელისუფლება აპირებს სამი მთავარი ეკლესიის ჩამორთმევას.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.

მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა

19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.