რენში, მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის სამრევლოში საღმრთო ლიტურგია აღევლინა
ღვთისმშობლის ხატი. ფოტო: მთ.ანგელოზ გაბრიელის სამრევლო ბრეტანში
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, საფრანგეთის ქალაქ რენში, მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის ქართულ სამრევლოში 8 მარტს საღმრთო ლიტურგია აღევლინა. ღვთისმსახურება დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა აღავლინა.
დღე განსაკუთრებული სითბოთი, სიყვარულითა და მადლით იყო სავსე. ერთობლივ ლოცვაში გაერთიანებულმა მრევლმა უფალს შესთხოვა მშვიდობა, სულიერი სიმტკიცე და კურთხევა თითოეული ოჯახისთვის, განსაკუთრებით კი უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონმა მრევლს ქადაგებით მიმართა და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა. მან ისაუბრა ქართველი ქალის განსაკუთრებულ როლზე ოჯახსა და საზოგადოებაში — იმ ძალაზე, რომელიც სიყვარულით, მოთმინებითა და თავდადებით ინახავს ოჯახურ სითბოსა და ერთობას.
მოძღვარმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი ქალების დიდ პასუხისმგებლობას — შვილებს შეუნარჩუნონ ქართული ენა, ტრადიციები, სარწმუნოება, კულტურა და ეროვნული იდენტობა.
„ოჯახი სიყვარულზე დგას, ხოლო ამ სიყვარულის მთავარი საყრდენი ხშირად სწორედ დედა და ქალი არის,“ — აღნიშნა დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ სამრევლოში თბილი და სიმბოლური ჟესტიც განხორციელდა — პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად ყველა მანდილოსანს ვარდების თაიგული გადაეცა.
დღე სავსე იყო ღიმილით, სითბოთი და გაზაფხულის განწყობით — სიყვარულისა და მადლიერების პატარა დღესასწაული, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქალისა და დედის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ოჯახისა და საზოგადოების ცხოვრებაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ტაშკენტში ქართული კულტურის დღეები გაიხსნა — „ერისიონისა“ და „ტუმორის“ გალაკონცერტით.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.