ფახულანში, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ქალბატონებთან ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა

დეკანოზი ილია სარია საჩუქრებს გადასცემს ქალბატონებს. ფოტო: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი

ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ქალთა საერთაშორისო დღის – 8 მარტის აღსანიშნავად, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ქალბატონებთან სადღესასწაულო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრთან არსებული საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულების ფარგლებში ჩატარდა. შეხვედრის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო ქართულ-აფხაზური ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო პროექტების ხელმძღვანელი და რეგიონული კულტურულ-საგანმანათლებლო „ჰაბის“ თანაპარტნიორი, აღმასრულებელი ხელმძღვანელი ლანა ლაცუზბაია.

სადღესასწაულო ღონისძიება განსაკუთრებული პატივისცემისა და სითბოს გარემოში წარიმართა. დამსწრე ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ნიკოლოზ ქარდავამ, სოფელ ნაგურუს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია სარიამ და ღონისძიების ორგანიზატორმა ლანა ლაცუზბაიამ.

დეკანოზმა ილია სარიამ ქალბატონებს დღევანდელი დღე მიულოცა, დალოცა ისინი და უსურვა მშვიდობა, ჯანმრთელობა, სულიერი სიმტკიცე და კეთილდღეობა.

შეხვედრის მიზანი იყო ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა, გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალბატონების მხარდაჭერა და საზოგადოებაში ქალის განსაკუთრებული როლისა და მნიშვნელობის წარმოჩენა.

ინფორმაციას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცენტრი მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორსა და ხელმძღვანელს, ლანა ლაცუზბაიას გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 10 მარტს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა პატრიარქ ტარასის ხსენებას აღნიშნავს.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.