ფანარის მეთაურმა მაკედონიის ეკლესიას კანონიკური ერთიანობის აქტი წარუდგინა
კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ ოჰრიდისა და მაკედონიის მთავარეპისკოპოს სტეფანეს გადასცა საპატრიარქო და სინოდალური აქტი ჩრდილოეთ მაკედონიის ეკლესიის ლიტურგიკულ და კანონიკურ ერთობაში მიღების შესახებ. დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა 2022 წლის 9 ივნისს სტამბოლში, ბალაქლიას მონასტერში საღამოს წირვაზე. ამის შესახებ orthodoxianewsagency იუწყება.
წყაროს ცნობით, კანონიკურ ერთობაში მიღების აქტი „ფანარის პასუხი გახდა შესაბამის შუამდგომლობაზე, რომლითაც მათ ოთხი წლის წინ მიმართა მაკედონიის მართმადიდებლური ეკლესიის სინოდმა“.
ფანარმა გამოაცხადა, რომ მაკედონიის ეკლესიას ამიერიდან ეწოდა ოჰრიდი, „იგულისხმება მისი მფლობელობის ტერიტორია ჩრდილოეთ მაკედონიის შტატში“. ამავდროულად, სერბეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს უფლება მოაგვაროს ადმინისტრაციული საკითხები, რომლებიც არსებობს მასსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეკლესიას შორის, „წმინდა კანონიკური წესრიგისა და საეკლესიო ტრადიციის ფარგლებში“.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 5 ივნისს სერბეთის პატრიარქმა პორფირიმ მაკედონიის ეკლესიას დამოუკიდებლობის ტომოსი გადასცა. თუმცა, ოჰრიდის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ განაცხადა, რომ აპირებდა ფანარისთვის ავტოკეფალიის თხოვნას.
როგორც მჟკ იტყობინება, 2022 წლის 8 ივნისს გამართულ შეხვედრაზე პატრიარქმა ბართლომემ და მონტენეგროს პრეზიდენტმა აზრები გაცვალეს ორმხრივი ინტერესის ყველა აქტუალურ საკითხზე.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.