რმე-ს სინოდმა მიტროპოლიტი ილარიონი გაათავისუფლა თანამდებობიდან
მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი) გაათავისუფლეს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან და გარიცხეს წმინდა სინოდის მუდმივი წევრობიდან. ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა 2022 წლის 7 ივნისს მიიღო, იტყობინება patriarchia.ru.
ასევე, მიტროპოლიტი ილარიონი გაათავისუფლეს წმინდანთა კირილესა და მეთოდეს თანასწორ მოციქულთა სახელობის საეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის რექტორის თანამდებობიდან.
ვლადიკა ილარიონი დაინიშნა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიის ადმინისტრატორად.
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობის განყოფილების ახალ უფროსად დაინიშნა მიტროპოლიტი ანტონი კორსუნელი, რომელსაც მიენიჭა ვოლოკოლამის მიტროპოლიტის წოდება. ახლად არჩეული ხელმძღვანელი დროებით ინარჩუნებს დასავლეთ ევროპის ეგზარქოსის მენეჯმენტს და მოსკოვის საპატრიარქოს საზღვარგარეთ დაწესებულებების ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობას.
მანამდე მჟკ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის განცხადებით, მხოლოდ რუსეთის ეკლესიის ადგილობრივ საბჭოს შეუძლია შეცვალოს უმე-ის სტატუსი.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აღავლენს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება
ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.