თბილისის სასულიერო აკადემიის არქიდიაკონ დემეტრეს დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდა

არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი). ფოტო: თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლიტურგიკისა და სამოძღვრო ღვთისმეტყველების კათედრის ხელმძღვანელს, თეოლოგიის დოქტორს, პროფესორს, საქართველოს ეკლესიის არქიდიაკონ დემეტრეს (დავითაშვილი) დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდა.

მამა დემეტრე 1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა აკადემიაში გააგრძელა. 1993 წლის 2 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით იგი დიაკვნად ეკურთხა და დღემდე მორჩილებით მსახურობს ამ ხარისხში.

ამ თემაზე გორისა და ატენის ეპარქიაში სამღვდელო და სადიაკვნო ხელდასხმა აღესრულა

არქიდიაკონმა დემეტრემ თბილისის სასულიერო აკადემია 1996 წელს წარჩინებით დაამთავრა და მას შემდეგ აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. ლიტურგიკისა და სამოძღვრო ღვთისმეტყველების კათედრის დაარსებიდან დღემდე იგი კათედრის ხელმძღვანელია. მისი მსახურება გამოირჩევა ქრისტიანული სიღრმით, ერთგულებითა და აკადემიისა და ეკლესიისადმი თავდადებით.

მამა დემეტრე განსაკუთრებული სითბოთი და უშუალობით გამოირჩევა სტუდენტებისადმი, რის გამოც მისი პედაგოგიური ღვაწლი თაობებისთვის სამაგალითოა.

არქიდიაკონ დემეტრეს დაბადების დღე გულწრფელი სიყვარულით მიულოცეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, სამეცნიერო საბჭომ, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. მათ იუბილარს ჯანმრთელობა, სულიერი მხნეობა და მრავალჟამიერი სიცოცხლე უსურვეს, სურვილით, რომ მისი რიხიანი ხმა კიდევ დიდხანს ისმოდეს ჩვენი ქვეყნის ტაძრებში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, არქიმანდრიტი იოანე (კვარაცხელია) მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა.

წაიკითხეთ ასევე

პატრიარქმა სამების საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა აფხაზეთისა და ცხინვალის ომებში დაღუპულთა სულების საოხად პანაშვიდი გადაიხადა.

ფოთში საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან 120 წლის იუბილე აღინიშნა

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ფოთისა და ხობის ეპარქიაში საზეიმო წირვაში მიიღო მონაწილეობა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ჯვართამაღლებას

პატრიარქმა შიო III-მ ჯვრის მნიშვნელობაზე, ადამიანის სულიერ ჯვარზე და აფხაზეთის ომის ტრაგედიაზე ისაუბრა.

27 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

დღესასწაული უფლის პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის აღმოჩენასა და მისი იერუსალიმში დაბრუნებას უკავშირდება.

ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარი — წმინდა დედოფლის ხსოვნის ადგილი

26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან წამებულს იხსენებს.

ეპისკოპოსი გიორგი: „ჩვენი ინტერესია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით ტერიტორიული პრეტენზია არ დაუყენებია.