საფრანგეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც კრძალავს 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედიას

საილუსტრაციო ფოტო: helenjank/Pixabay

საფრანგეთის მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც ზღუდავს 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომას. pch24.pl-ის ცნობით, ბავშვებს ეკრძალებათ სოციალური მედიის გამოყენება მშობლების თანხმობის გარეშე.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა პარლამენტის 130-მა წევრმა, ხოლო 21-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დოკუმენტს ციფრული სივრცის რეგულირების მნიშვნელოვან ნაბიჯად უწოდა და აღნიშნა, რომ აკრძალვა ექსპერტების რეკომენდაციით იყო გათვალისწინებული და მხარი დაუჭირა მოსახლეობის უმრავლესობამ.

მსგავსი რეგულაციები ადრე მიღებული იყო ავსტრალიაში და მსგავს ზომებზე დისკუსიები მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთში.

ახალი წესები მოითხოვს, რომ ინტერნეტ პლატფორმებმა დანერგონ ტექნიკური მექანიზმები მომხმარებლების ასაკის დასადასტურებლად. დამრღვევებს მნიშვნელოვანი ჯარიმები ემუქრებათ - 32 მილიონ დოლარამდე. Meta-ს ცნობით, მხოლოდ შეზღუდვების პირველ თვეებში არასრულწლოვანთა 550 000 მომხმარებლის პროფილი დეაქტივირებული იქნა. კანონი ძალაში შევა რეგულაციების დამტკიცებისა და ციფრულ კომპანიებთან, მათ შორის TikTok-თან, Instagram-თან, Snapchat-თან და YouTube-თან კონსულტაციების შემდეგ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, დანია ასევე გეგმავს სოციალური მედიის აკრძალვას 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.