ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაული

წყლის კურთხევა. ფოტო არქივი

19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია უფლის ნათლისღებას აღნიშნავს. 18 იანვარი მარხვის დღედ არის გამოცხადებული. წირვა-ლოცვა აღევლინება ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში. 19 იანვარს მოხდება წყლის კურთხევა.

ნათლისღება — ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაული, რომელსაც მართლმადიდებელ ეკლესიათა ნაწილი (6) 19 იანვარს აღნიშნავს. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება. ნათლისღება ის ძირითადი აქტია, რომლითაც ადამიანი ქრისტიანად ითვლება.

ამ დღეს ასევე ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად წმინდა სამება: ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამა ღმერთის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

ნათლობის რიტუალს წინ უძღვის კათაკმევლობის პერიოდი, რომლის განმავლობაში ახალმოქცეული ემზადება ნათლისღებისთვის, ეცნობა ძირითად ჭეშმარიტებებს, სწავლობს მრწამსს, ესწრება საკვირაო ლიტურგიას, ოღონდ არა ბოლომდე. კათაკმევლობის პერიოდი განსაზღვრული არ არის. ასევე განუსაზღვრელია ასაკი ადამიანისა, რომელიც ინათლება. ნათლისღება ხდება წყალში სამჯერ შთაფვლით ან სხურებით, უკიდურეს გამონაკლის შემთხვევებში — ქვიშით. ნათლობის რიტალს აღავლენს მღვდელი. მართლმადიდებლური მოძღვრების მიხედვით, მონათლული განიწმინდება ცოდვებისგან და ხდება ქრისტეს ეკლესიის წევრი. მართლმადიდებლობა ნათლისღებას სულიერ შობად, მეორედ დაბადებად მიიჩნევს და ის მხოლოდ ერთხელ ხდება ადამიანის ცხოვრებაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კრება წმიდათა სამოცდაათთა მოციქულთა.

მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა

19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.