18 იანვარს ეკლესია თეოპემპტი ნიკომიდიელ ეპისკოპოსს და თეონა მოგვყოფილს იხსენებს

წმიდანი მოწამენი: თეოპემპტი ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და თეონა მოგვყოფილი. ფოტო: მართლმადიდებლური ხატები
წმიდა თეოპემპტი ნიკომიდიელი ეპისკოპოსი იყო დიოკლეტიანეს დროს. ის გაბედულად ამხელდა კერპთაყვანისმცემლობას. უსჯულო იმპერატორმა თავის კარზე იხმო მართლმადიდებლობის ქადაგი და მოსთხოვა, აპოლონის კერპისათვის ეცა თაყვანი. პასუხად მტკიცე უარი მიიღო. მაშინ თეოპემპტი გახურებულ ქურაში ჩააგდეს, მაგრამ ღმერთმა დაიცვა თავისი მსასოებელი. დიოკლეტიანემ მომხდარი სასწაული წმიდანის ჯადოქრობას მიაწერა და ბრძანა, 22 დღე შიმშილითა და წყურვილით ეტანჯათ იგი. ამგვარმა სისასტიკემაც ვერაფერი დააკლო უფლის რჩეულს. მაშინ მეფემ ცნობილ ჯადოქარ თეონას სთხოვა შემწეობა. მოგვმა შხამიანი კვერი აჭამა პყრობილს, მაგრამ საწამლავმა არ იმოქმედა. თეონას შემზადებული უფრო ძლიერი შხამიც უძლური აღმოჩნდა მღვდელმთავრის სიწმიდის წინაშე. მაშინ ჯადოქარმა სცნო თავისი ბილწი მფარველის უძლურება და აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მოგვყოფილი წმიდა ეპისკოპოსთან ერთად გამოამწყვდიეს. მან მონათლა თეონა და სინესიუსი უწოდა, რაც „გაბრძნობილს” ნიშნავს.
დილით დიოკლეტიანემ კიდევ ერთხელ მოუწოდა თეოპემპტს და კიდევ ერთხელ მოითხოვა მისგან ქრისტეს უარყოფა. წმიდანი კვლავ ურყევად იდგა. მაშინ გამხეცებული მტარვალის ბრძანებით, ენითაუწერელი სატანჯველით აწამეს მხნე აღმსარებელი და თავი მოჰკვეთეს. წმიდა თეონაც მოწამეობრივად აღესრულა: მან უარი განაცხადა კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე, რისთვისაც ცოცხლად დამარხეს. ეს მოხდა 303 წელს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კრება წმიდათა სამოცდაათთა მოციქულთა.
წაიკითხეთ ასევე
თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება
შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.
სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.
მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა
ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.