პატრიარქ თეოფილეს საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების 20 წლის იუბილე აღინიშნა

იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე lll. ფოტო:

იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე lll. ფოტო:

შაბათს, 2025 წლის 22 ნოემბერს, იერუსალიმის საპატრიარქოში მოკრძალებულად აღინიშნა იერუსალიმის პატრიარქ თეოფილეს საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების 20 წლის იუბილე.

ღონისძიება აღდგომის ტაძარში დოქსოლოგიის მსახურებით დაიწყო, რომელსაც ადგილობრივი სამღვდელოება და მრევლი ესწრებოდა.

სადღესასწაულო მსახურებას ესწრებოდნენ საბერძნეთის განათლების მინისტრი სოფია ზახარაკი, იერუსალიმში საბერძნეთის გენერალური კონსული დიმიტრი ანგელოსოპულო და საკონსულოს სხვა წევრები, ისრაელში რუსეთის ელჩი ანატოლი ვიქტოროვი, ეგვიპტის ელჩი, ბელგიის გენერალური კონსული, ასევე რუსეთის მთავრობის წარმომადგენელი ელენა მილსკაია.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება სადღესასწაულო ხასიათის მიუხედავად, პატრიარქის თაოსნობით მოკრძალებულად გაიმართა, რაც მისი თავმდაბალი სტილის კიდევ ერთი მაგალითია.

ადრე, მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სინას მთავარეპისკოპოსის ინტრონიზაცია წმინდა ეკატერინეს მონასტერში მოხდა.

თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა

ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.

ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა

საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.