სომხეთში პატრიარქ გარეგინ II-ის ძმა და ძმისშვილი დააკავეს

სომხეთის პატრიარქი გარეგინ II. ფოტო: armenianchurch

სომხეთის პატრიარქი გარეგინ II. ფოტო: armenianchurch

სომხეთში, პატრიარქ გარეგინ II-ის ძმა, გევორქ ნერსესიანი, და ძმისშვილი, ამბარცუმ ნერსესიანი, სამართალდამცველებმა დააკავეს. მათი დაკავება უკავშირდება ეჩმიაძინის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის საჩივარს, რომლის მიხედვითაც ნერსესიანები წინასაარჩევნო აგიტაციის ხელშეშლაში არიან ეჭვმიტანილი. ინფორმაციას ავრცელებს საიტი news.am .

დაკავებულების ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ არის და ნერსესიანებმა გამოძიებას უკვე ჩვენებებიც მისცეს. ამჟამად დაკავებულები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

შეგახსენებთ, ოქტომბერში, სომხეთის უსაფრთხოების სამსახურებმა ეკლესიის რამდენიმე ეპარქია გაჩხრიკეს და ათზე მეტი სასულიერო პირი დააკავეს, მათ შორის — ეპისკოპოსი მკრტიჩ პროშიანი, რომელიც კათალიკოსის ბიძაშვილია. დაკავებულებს არეულობის წახალისება ედებათ ბრალად. ეკლესიამ მაშინაც დაგმო ეს ნაბიჯი და ეკლესიაზე სახელმწიფოს ზეწოლად შეაფასა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სომეხი ეპისკოპოსი: ჩვენს ქვეყანაში ეკლესიის დაცვა დანაშაულად იქცა.

 

პატრიარქი ბართლომეოსი ბულგარეთში ჩავიდა

მისმა დიდი ხნის ნანატრი ვიზიტი და საპროტესტო აქციები, რომელმაც ბართლომეოსის თავდაპირველი პროგრამა შეცვალა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წიგნების სერიის რედაქტორები მიიღო

შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი.

პატრიარქი ბართლომეოსი ბულგარეთის წინამძღვართან ერთად არ იმსახურებს

მსოფლიო პატრიარქი სოფიაში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ჩატარებულ წირვას სტუმრის სტატუსით დაესწრება.

თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.