აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა აბორტის უფლების გაუქმებას
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ 1973 წელს მიღებული აბორტის ლეგალიზაციის ფედერალური კანონი კანონდარღვევაა და უნდა გაუქმდეს, იტყობინება Politico.
1973 წელს შეერთებულმა შტატებმა მიიღო ფედერალური კანონი, რომლის თანახმადაც ნებადართულია აბორტის გაკეთება ქვეყნის მასშტაბით, თუ ორსულობა არ აღემატებოდა 28 კვირას. მანამდე აბორტის კანონიერებას განიხილავდნენ სახელმწიფო დონეზე: აბორტი აკრძალული იყო 30 შტატში, გარკვეული პირობებით ნებადართული იყო 16 შტატში და სრულად ნებადართული 4 შტატში.
კანონის გაუქმების შემთხვევაში, აბორტის უფლების ფედერალური კონსტიტუციური დაცვა გაუქმდება და გადაწყვეტილება აბორტის დაშვების, შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ კვლავ სახელმწიფო დონეზე მიიღება. ზოგიერთი მათგანი, როგორიცაა მისური და ტეხასი, უკვე აპირებს აბორტების აკრძალვას.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნების შემდეგ შევა ძალაში. ეს უახლოეს ორ თვეში მოხდება.
ინფორმაცია აბორტის ლეგალიზაციის შესახებ ფედერალური კანონის შესაძლო გაუქმების შესახებ გაჩნდა უზენაესი სასამართლოდან მონაცემთა გაჟონვის შედეგად. Politico მიიჩნევს, რომ გაჟონვა განზრახ იყო ორგანიზებული საჯარო დებატების გაზრდის მიზნით. ადგილი ჰქონდა მოსამართლეების მიმართ მუქარის შემცველი მესიჯების გაგზავნას, უზენაესი სასამართლოს შენობის დაცვა გაძლიერდა და ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო.
მჟკ-ის ცნობით, შეერთებულ შტატებში კანონპროექტი შემოიღეს, რომელიც ახალშობილთა მოკვლის საშუალებას იძლევა.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.