რომის პაპმა თქვა, რომ კიევში წასვლამდე პუტინს უნდა შეხვდეს
რომის პაპმა ფრანცისკემ იტალიურ გაზეთ Corriere Della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში ვიზიტამდე მას ჯერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს.
"მე გავგზავნე (უკრაინაში - რედ.) კარდინალები მიხაელ ჩერნი და კარდინალი კონრად კრაევსკი, რომლებიც იქ მეოთხედ წავიდნენ", - თქვა რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა. მაგრამ ვგრძნობ, რომ ჩემი წასვლა საჭირო არ არის. ჯერ მოსკოვში უნდა წავიდე, პუტინს უნდა შევხვდე“.
პაპის თქმით, ომის მეოცე დღეს, რომელიც მან 90-იან წლებში რუანდაში სამოქალაქო კონფლიქტს შეადარა, კრემლს სთხოვა შეხვედრა. მაგრამ პასუხი ჯერაც არ მიუღიათ.
"მეშინია, რომ პუტინს არ შეუძლია და არ სურს ამ შეხვედრის გამართვა ახლა", - თქვა რომის პაპმა.
მანამდე მჟკ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ პატრიარქ კირილთან შეხვედრა გააუქმა.
წაიკითხეთ ასევე
თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.